პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა

პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა

საპატრიარქოს მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა. როგორც ბოტკოველმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მიზეზი სოსო ოხანაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პატრიარქის დაცვის უფროსი საპატრიარქოში ბოლო დღეებში არ უნახავს.

მისივე თქმით, თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა.

"მე ვთქვი სწორედ ის, რაც ვნახე. აქამდე სოსო ოხანაშვილი ნანახი არ მყავდა საპატრიარქოში. მე არ მითქვამს, რომ ის გადადგა ან გადააყენეს ან დააპატიმრეს, უბრალოდ არ მინახავს. ნებისმიერი ადამიანი დამიდასტურებს, რომ გაიმართა შეხვედრა პრემიერთან, პრეზიდენტთან, ბიძინა ივანიშვილთან და მსგავს შეხვედრაზე დაცვის უფროსი არ გამოჩენილა. ვთქვი ის, რაც იყო სინამდვილე. მატყუარა და თვალთმაქცი არის თვითონ და მას საკადრისი პასუხი გაეცემა უახლოეს მომავალში.

პროტესტის ნიშნად დავტოვე ჩემი თანამდებობა და წამოვედი საპატრიარქოდან. ვიყავი კათოლიკიკოს პატრიარქის მდივანი და დღეიდან ჩემს მოვალეობებს აღარ შევასრულებ. საპატრიარქოში აღარ ვიქნები," - განაცხადა ბოტკოველმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი