გიორგი ანდრიაძე მამა მიქაელ ბოტკოველის "ემოციური განცხადების შესახებ"

გიორგი ანდრიაძე მამა მიქაელ ბოტკოველის "ემოციური განცხადების შესახებ"

მამა მიქაელ ბოტკოველი შესაძლოა დაბრუნდეს, ეს ჩვენი თხოვნა იყო, - ამის შესახებ საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძემ საპატრიარქოში შესვლამდე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს დილით არანაირი ახალი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ მამა მიქაელ ბოტკოველმა წასვლის შესახებ "ემოციური განცხადება გააკეთა".

"პატრიარქის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვიცი, თუმცა ჩემი პირადი აზრია, რომ მიქაელ ბოტკოველი არის პატრიარქის ერთგული თანამებრძოლი და ეკლესიაში იქნება მის გვერდით", - განაცხადა ანდრიაძემ.

მისივე თქმით, ამ დღეების განმავლობაში უნივერსიტეტში იყო და საპატრიარქოში დღეს პირველად მოვიდა, შესაბამისად, არანაირი ახალი ინფორმაცია არ აქვს.

ანდრიაძემ ჟურნალისტებს მოუწოდა, დაელოდონ იმის გაგებას, თუ ვინ იქნება საპატრიარქოსთან ოფიციალური საკონტაქტო პირი.

მამა მიქაელ ბოტკოველმა გუშინ საღამოს განაცხადა, რომ პატრიარქის მდივნის თანამდებობა დატოვა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი