მსოფლიოში უდიდესი ნავთობმომპოვებელი და გადამამუშავებელი ამერიკული კორპორაცია ExxonMobil-ის ბუდაპეშტის ფილიალის ფინანსური ანალიტიკოსი 22 წლის ქართველი მარიამ დევაძეა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტმა დამამთავრებელ კურსზე ჯერ ბუდაპეშტში სწავლის გაგრძელების სრული დაფინანსება მოიპოვა, გასული წლის მაისში კი ჯონ როკფელერის სტანდარდ ოილის შთამომავალი კომპანიის ExxonMobil-ის თანამშრომელი გახდა.
მარიამ დევაძემ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პირველი საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. მე-9 კლასში ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადაში მონაწილეობდა, სადაც მეორე ადგილი დაიკავა, რის შემდეგადაც თბილისში ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე მიიწვიეს. ამ ფაქტს მარიამ დევაძე პირველ მცირედ მიღწევას უწოდებს, რომელიც მისთვის უფრო მეტის მიღწევის მოტივაციად იქცა.
მარიამ დევაძე "ბიზნესპრესნიუსს" თავის მიღწევებზე, წარმატებისკენ მიმავალ გზასა და მასზე არსებულ დაბრკოლებებზე ესაუბრა.
როგორც ExxonMobil-ის ფინანსური ანალიტიკოსი "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, მსოფლიოს უდიდეს ნავთობმომპოვებელ კომპანიაში დასაქმების ეტაპზე საკმაოდ ბევრი დაბრკოლება შეხვდა.
განაგრძეთ კითხვა