ე.წ ციანიდის საქმე - საპატრიარქოში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია

ე.წ ციანიდის საქმე - საპატრიარქოში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია

10 თებერვალს დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, მას ბრალად მაღალი სასულიერო იერარქიის პირის მკვლელობის მომზადება ედება, შესაბამისად, საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით აღიძრა.

საქმის გახმაურების შემდეგ, თავდაპირველად, პატრიარქის, შემდეგ კი პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის ვერსია ვრცელდებოდა.

"ციანიდის საქმის" შესახებ პირველადი ინფორმაცია, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერიდან გახდა ცნობილი. 12 თებერვალს, წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დააპატიმრეს, თუმცა ბრალდების შესახებ პროკურატურას ინფორმაცია ჯერ არ ჰქონდა გავრცელებული.

13 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ "ციანიდის საქმესთან" დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან განმარტა, რომ გამოძიება, მოწმის ჩვენების საფუძველზე 2 თებერვლიდან მიმდინარეობდა. საქმის გახმაურების შემდეგ, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის დაცვის უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა, გერმანიაში პატრიარქის დაცვა გააძლიერა.

თავდაპირველად, "ციანიდის საქმეზე" ინფორმაციის გაჟღერების უფლება მხოლოდ ბრალდების მხარეს მიეცა, რადგან გიორგი მამალაძის ადვოკატებს ხელი გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინეს, თავად ბრალდებული კი დუმილის უფლებით სარგებლობდა. მოგვიანებით, მამალაძეს ახალი ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი დაენიშნა, რომელსაც გაუთქმელობის დოკუმენტზე ხელი ამ დრომდე არ აქვს მოწერილი.

16 თებერვალს, ბერლინის საავადმყოფოდან კომენტარი, ვიდეომიმართვის სახით, პატრიარქმა გააკეთა და განაცხადა, რომ დეკანოზისგან მას კარგის მეტი არაფერი ახსოვს. წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი