უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 28 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სააქციო საზოგადოება "თელასიდან" აცნობეს, ჩუღურეთის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, დაზიანებული აღრიცხვის კვანძის შეცვლის მიზნით 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის ქუჩის № 23, 23ა, 25 და 27 მცხოვრებლებს.

დაზიანებული აღრიცხვის კვანძის შეცვლის მიზნით 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის ქუჩის № 1, 3, 5, 6, 7, 8, 10, 12 და 18 მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. "თელასში" აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი