"ცხოვ­რე­ბა­ში თუ რა­მე­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ, ის არის, თუ რო­გო­რე­ბი გა­იზ­რ­დე­ბი­ან" - როგორი მამაა ნოე სულაბერიძე

"ცხოვ­რე­ბა­ში თუ რა­მე­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ, ის არის, თუ რო­გო­რე­ბი გა­იზ­რ­დე­ბი­ან" - როგორი მამაა ნოე სულაბერიძე

გა­სულ კვი­რას, "ჯი­დი­ე­სის" გა­და­ცე­მა "18+"-ში, მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი სტუ­მა­რი ქალ­ბა­ტო­ნის მი­ერ ეთერ­ში მკერ­დის მო­შიშ­ვ­ლე­ბას, დი­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა. რო­გორც პრო­დი­უ­სე­რი და ტე­ლე­წამ­ყ­ვა­ნი - ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე ამ­ბობს, "18+" ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გა­და­ცე­მაა და ეპა­ტა­ჟუ­რი მხო­ლოდ ერ­თი ეპი­ზო­დი გა­მო­ვი­და...

- ნოე, ტე­ლე­წამ­ყ­ვა­ნის ამ­პ­ლუ­ა­ში თავს რო­გორ გრძნობთ?

- ძა­ლი­ან წყნა­რად (ი­ღი­მის). ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა არ მქო­ნია, რად­გან გა­და­ცე­მა თა­ვი­სუ­ფა­ლი ფორ­მა­ტი­საა - ზუს­ტად ისე­თი, რო­გო­რიც ადა­მი­ა­ნებ­თან ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა. ამი­ტომ მგო­ნია, რომ მი­სი წამ­ყ­ვა­ნო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ სირ­თუ­ლეს არ წარ­მო­ად­გენს.

- ამ­ბობ­დით, გა­და­ცე­მა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბაო. ეთერ­ში მკერ­დის ჩვე­ნე­ბა ინ­ტე­ლექტს ამაღ­ლებს?

- 20 გა­და­ცე­მი­დან 19 რომ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რია და ერ­თხელ მკერ­დი ვაჩ­ვე­ნეთ, ამის გა­მო, ის 19 იკარ­გე­ბა?! თქვენ მი­ერ ნახ­სე­ნე­ბი გა­და­ცე­მის თე­მა "ღა­ლა­ტი" იყო. მა­ნამ­დე ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა გვქონ­და. ეპა­ტა­ჟუ­რი ერ­თი გა­მო­ვი­და, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ "18+" ამ ნი­შას და­ი­კა­ვებს. დღე­საც გა­და­ცე­მას ვწერთ და წე­სით, ეპა­ტა­ჟუ­რი სა­ერ­თოდ არ უნ­და იყოს, პი­რი­ქით - თე­მებს "სიღ­რ­მი­სე­უ­ლი გაშ­ლა" ექ­ნე­ბა.

- სტუ­მა­რი ქალ­ბა­ტო­ნის მი­ერ ეთერ­ში მკერ­დის მო­შიშ­ვ­ლე­ბა წი­ნას­წარ დად­გ­მუ­ლი იყო?

- სტუ­მარს სურ­ვი­ლი ექ­ს­პ­რომ­ტად გა­უჩ­ნ­და და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

- და­ი­ბე­ნით?

- სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, დი­დად არ დავ­ბ­ნე­ულ­ვარ, რად­გან მე­გო­ნა, რომ მი­სი ასე­თი საქ­ცი­ე­ლი უკ­ვე მწიფ­დე­ბო­და, მაგ­რამ და­ნარ­ჩე­ნე­ბი მაგ­რად და­იბ­ნენ.

- რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, ამ გა­და­ცე­მის თე­მა "ღა­ლა­ტი" იყო. თუმ­ცა, პი­რა­დად თქვენ, მხო­ლოდ მე­გობ­რის ღა­ლატს უს­ვამ­დით ხაზს. მო­დი, ჩვენ ქალ­სა და მა­მა­კაცს შო­რის ღა­ლატ­ზე ვი­სა­უბ­როთ...

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი