სამხედრო მოსამსახურემ იარაღიდან გასროლის შედეგად სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო

სამხედრო მოსამსახურემ იარაღიდან გასროლის შედეგად სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო

სამხედრო მოსამსახურემ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.

როგორც თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, შემთხვევა უფლისციხის სამხედრო ბაზაზე მოხდა.

"ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის უფლისციხის სამხედრო ბაზაზე განწესში მყოფმა, სამხედრო მოსამსახურე ბ.შ-მ, მასზე გაპიროვნებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.

შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების შეფასებით, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა მძიმეა.

საავადმყოფოში იმყოფება თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე და სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენლები. მომხდარის შესახებ ინფორმირებული არიან დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სსსკ 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობის მცდელობას გულისხმობს. საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს. შემთხვევის ადგილზე იმყოფება სამხედრო პოლიციის უფროსი", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი