ამაღამ რამდენიმე რაიონს 5 წუთით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ამაღამ რამდენიმე რაიონს 5 წუთით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ამაღამ 03:30-დან 04:30 საათამდე ინტერვალში, 5 წუთით ელექტროგადამცემ ხაზ "ალავერდზე" მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის 1 775 აბონენტს, ასევე თბილისის ვაკის, საბურთალოს და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობის ნაწილს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან აცნობეს.

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო ბოდიშს უხდის.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი