"შუ­რის­ძი­ე­ბა" შვი­ლებ­ზე... (ნამდვილი ამბავი)

"შუ­რის­ძი­ე­ბა" შვი­ლებ­ზე... (ნამდვილი ამბავი)

მაყ­ვა­ლა დე­ი­დას დი­დი ხა­ნია, ვიც­ნობ და მი­სი შვი­ლე­ბიც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემ­ზე უფ­რო­სე­ბი არი­ან, მე­გობ­რე­ბად მი­მაჩ­ნია. და­თუ­ნა და ლე­ვა­ნი მა­მით ად­რე და­ობ­ლ­დ­ნენ. ვა­ჟა ძია ტაქ­სის მძღო­ლი გახ­ლ­დათ და ავა­რია, რომ­ლის მსხვერ­პ­ლა­დაც იქ­ცა, ნამ­დ­ვი­ლად არც იყო მი­სი ბრა­ლი. დამ­ნა­შა­ვე ნას­ვა­მი მის­ჯ­დო­მო­და სა­ჭეს და დი­დი სიჩ­ქა­რით მი­მა­ვა­ლი, რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნას შე­ე­ჯა­ხა - თა­ვიც და­ი­ღუ­პა და სხვი­სი ცოდ­ვაც თან გა­ი­ყო­ლა.

მე არ მახ­სოვს ამ­დე­ნი, მაგ­რამ სხვე­ბის­გან გა­მი­გია, რომ ვა­ჟა ძია ოჯახ­ზე თავ­გა­და­დე­ბუ­ლი, მზრუნ­ვე­ლი მა­მა და მე­უღ­ლე ყო­ფი­ლა. მაყ­ვა­ლა დე­ი­და მო­ტა­ცე­ბუ­ლი ჰყო­ლია, მა­ლე­ვე შე­უყ­ვა­რე­ბია თურ­მე თა­ვი. ამი­ტო­მაც იყო ალ­ბათ, რომ ახალ­გაზ­რ­და ქვრივ­მა მარ­თ­ლაც, თა­ვი გა­და­დო ქმრი­სა და ოჯა­ხის ერ­თ­გუ­ლე­ბის­თ­ვის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვრივს მთხოვ­ნე­ლი მა­ლე­ვე გა­მო­უჩ­ნ­და და თა­ნაც, არა­ერ­თი. მათ შო­რის ლა­დო ყო­ფი­ლა, რო­მელ­საც დი­დი ხნის წინ შეჰ­ყ­ვა­რე­ბია მაყ­ვა­ლი­ვით შავ­თ­ვა­ლა და შავ­ტუ­ხა გო­გო; ცო­ლა­დაც მო­იყ­ვან­და, ვა­ჟა ძი­ას რომ არ და­ეს­წ­რო და არ მო­ე­ტა­ცე­ბი­ნა. ნა­ნატ­რი ქა­ლის დაქ­ვ­რი­ვე­ბა რომ გა­ი­გო, სა­მი წე­ლი­წა­დი ხმა არ ამო­უ­ღია, მე­რე კი გა­ბე­და და მაყ­ვა­ლას გზა­ზე დახ­ვ­და:

- მე­გო­ნა შევ­ძ­ლებ­დი შენს და­ვიწყე­ბას, მაგ­რამ ოხე­რი გუ­ლი სხვის­კენ გა­ხედ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევს და ახ­ლა მა­ინც ნუ მკრავ ხელს. ოღონდ ცო­ლად გა­მომ­ყე­ვი და შენს შვი­ლებს სა­კუ­თა­რი­ვით შე­ვიყ­ვა­რებ, ობ­ლო­ბას არ ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებ და კარგ კა­ცე­ბად დავ­ზ­რ­დი...

მაყ­ვა­ლამ არც მო­უს­მი­ნა და ცრემ­ლ­მო­რე­ულ­მა სთხო­ვა:

- არ იმ­სა­ხუ­რებ­და ჩე­მი ვა­ჟა იმას, რომ სა­მი წლის შემ­დეგ გათხო­ვე­ბა ვი­ფიქ­რო და მის­მა შვი­ლებ­მა სხვას და­უ­ძა­ხონ "მა­მა". თუ მარ­თ­ლა გიყ­ვარ­ვარ, ასე­თი რამ აღარ გა­მი­ბე­დო! - შე­ეხ­ვე­წა და გა­ე­ცა­ლა. ჰო­და, პა­ტი­ო­სა­ნი კა­ცი რა­ღას იზამ­და? სიყ­ვა­რუ­ლი გულ­ში ჩა­ი­მარ­ხა და მას შემ­დეგ შო­რი­ახ­ლო­საც აღარ გაჰ­კა­რე­ბია საყ­ვა­რელ ქალს, - ხალ­ხი ბო­რო­ტია. ერ­თად რომ დაგ­ვი­ნა­ხა­ვენ, ვინ იცის, რას აღარ ილა­პა­რა­კე­ბენ და მაყ­ვა­ლას გულს ატ­კე­ნე­ნო...

ახ­ლობ­ლე­ბი ხან ვის ური­გებ­დ­ნენ და ხა­ნაც - ვის, მაგ­რამ ვე­რა­ვინ შე­იყ­ვა­რა და თა­ვი უცოლშვი­ლოდ და­ი­ბე­რა...

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი