გაიცანით, ქართველი ახალგაზრდა, რომელიც ამერიკაში "სილიკონ ველზე" მუშაობს

გაიცანით, ქართველი ახალგაზრდა, რომელიც ამერიკაში "სილიკონ ველზე" მუშაობს

27 წლის დათო თვალჭრელიძე სილიკონ ველიზე ერთ-ერთი კომპანიის Palantir Technologies-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია. დათო აღნიშნულ კომპანიაში უკვე მესამე წელია მუშაობს. მანამდე ერთი წელი ლონდონის ფილიალში საქმიანობდა, ახლა კი სათავო ოფისში მუშაობს, რომელიც კალიფორნიის ქალაქ პალო ალტოში მდებარეობს.

"Palantir Technologies-დან თავად დამიკავშირდნენ. გასაუბრება რამდენიმე ეტაპად გავიარე. თავდაპირველად ტელეფონით გავესაუბრე, ბოლო ეტაპზე კი ჩამიყვანეს ოფისში და მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე ადამიანს შევხვდი. გასაუბრების პროცესი საკმაოდ რთული იყო. თუმცა სურვილის შემთხვევაში საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში დიდ ამერიკულ კომპანიებში დასაქმება სრულიად რეალურია. ამჟამად ვმუშაობ Palantir Gotham-ზე, ჩვენს ერთ-ერთ პროგრამულ გადაწყვეტაზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურები ფართოდ გამოიყენებენ. პროგრამა მომხმარებლებს დიდი ოდენობით ინფორმაციის დამუშავებასა და ანალიზის გაკეთებაში ეხმარება," - ამბობს "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას დათო თვალჭრელიძე.

ინფორმატიკის სწავლა დათომ ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში დაიწყო. სკოლაში სწავლის პერიოდში სამჯერ იყო საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების წევრი. ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი