თუ ონლაინ შოპინგით სარგებლობთ, ეს უნდა წაიკითხოთ - "აუცილებლად ვუჩივლებ, რომ ხვალ სხვასაც იგივე არ გაუკეთონ"

თუ ონლაინ შოპინგით სარგებლობთ, ეს უნდა წაიკითხოთ - "აუცილებლად ვუჩივლებ, რომ ხვალ სხვასაც იგივე არ გაუკეთონ"

ადრე, ხშირად როცა რეკლამებში ან სლაიდებზე ვხედავდით მომხიბლავ მსახიობებსა და მოდელებს, მოდურ სამოსში გამოწყობილებს, ხანდახან წარმოსახვის უნარიც კი არ გვყოფნიდა, იმისთვის, რომ თავი იმ სამოსში წარმოგვედგინა. ახლა კი გვაქვს იმის ბედნიერება, ფოტოზე ავარჩიოთ სასურველი პროდუქტი და სახლიდან გაუსვლელად, ღილაკზე თითის დაჭერით შევიძინოთ ის.

თუმცა ყველაფერს ორი მხარე აქვს. მას შემდეგ, რაც ხალხმა აქტიურად დაიწყო პროდუქციის ინტერნეტიდან გამოწერა, მოიმატა მოტყუებული მყიდველების რაოდენობამ.

ზვიად ნავროზაშვილი, 36 წლის, ბიზნესმენი: მე ძალიან მიყვარს შოპინგი და ხშირად ვიწერ ტანსაცმელს უცხოური საიტებიდან. ქართული საიტიდან არასდროს არაფერი გამომიწერია.

- ზომები ყოველთვის ემთხვევა?

- ყველა სამოსს სხვადასხვა ზომები აქვს, ამიტომ ყოველ ჯერზე მიწევს სანტიმეტრით მხრებისა და წელის გაზომვა.

- სურათზე ხომ ხანდახან სხვანაირი ჩანს ტანსაცმელი?

- რა თქმა უნდა. ჩემი მეგობრები და ნაცნობებიც ხშირად იწერენ ტანსაცმელს და ყველას, ვინც კი ონლაინ მაღაზიებით სარგებლობს აქვს იმის განცდა თუ რამდენად იქნება მიახლოებული ტანსაცმელი სურათზე ასახულთან. ბოლოს რაც გამოვიწერე, ერთი კვირის წინ ჩამომივიდა და ცოტათი უფრო დიდი იყო იმაზე, რაც უნდა ყოფილიყო. რამდენჯერმე მქონია მსგავსი შემთხვევა, მაგრამ, რადგან შოპინგი ძალიან მიყვარს, მაინც ვიწერ რაღაცებს. ალბათ ინტერნეტით გამოწერას იმიტომ ვანიჭებ უპირატესობას, რომ ონლაინ მაღაზიებში ყოველთვის განსხვავებული ტანსაცმელია.

- ფასებზე რას იტყვით?

- ყველანაირი ფასია, თუმცა ხარისხიც ფასის შესაბამისია. მე პირადად, ყოველთვის ძვირიანს ვყიდულობ, რადგან ხარისხი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

თამო ვაშალომიძე, მოდელი: ერთხელ გამოვიწერე ბოქსის ხელთათმანები ამაზონიდან.

- კმაყოფილი ხართ? გზავნილი დროულად მიიღეთ?

- კი, ხარისხიც კარგი იყო... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი