დაკავებული დეკანოზის ადვოკატი - არსებობს ორი დოკუმენტი, რომელზეც ერთი და იმავე პროკურორის სხვადასხვანაირი ხელმოწერებია

დაკავებული დეკანოზის ადვოკატი - არსებობს ორი დოკუმენტი, რომელზეც ერთი და იმავე პროკურორის სხვადასხვანაირი ხელმოწერებია

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მტკიცებით, ე.წ. ციანიდის საქმეში არსებობს ორი დოკუმენტი, რომელზეც ერთი და იმავე პროკურორის სხვადასხვანაირი ხელმოწერებია.

როგორც რამიშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქმეში ბევრი ისეთი ნიუანსი გამოჩნდა, რაზეც პროკურატურას სერიოზული პასუხის გაცემა მოუწევს.

”გარკვეულ საპროცესო ორ დოკუმენტზე ერთი პროკურორის სხვადასხავანაირი ხელმოწერებია. ეს იმას ნიშნავს, რომ მოქმედებები რაც ჩატარებულია, უკანონოა და ეჭვქვეშ აყენებს რამდენად სამართლიანად მოხდა მისი დაკავება, რამდენად აძლევდა პროკურატურას იმის საშუალებას, რომ ბრალი წაეყენებინათ დეკანოზისთვის და საერთოდ სისხლის სამართლებრივი ძიება დაეწყოთ”, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, წინასასამართლო სხდომაზე ის აღნიშნული მტკიცებულებების დაუშვებლობის შუამდგომლობას დააყენებს. ადვოკატის თქმით, მან დღეს „თვით ციანიდთან დაკავშირებით“ ბრალდებულისგან ისეთი ახალი ნიუანსების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომ შესაძლოა პროკურატურას მოუწიოს კითხვებზე პასუხის გაცემა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ როგორც პროკურორების ხელმოწერის, ისე სხვა მტკიცებულებების კარგად შესწავლის შემთხვევაში, პროკურატურამ საქმე მთლიანად უნდა შეწყვიტოს.

რამიშვილის თქმით, ის ძალიან ბევრ სერიოზულ ინფორმაციას ფლობს და მიიჩნევს, რომ საქმე უნდა შეწყდეს.

რამიშვილმა ე.წ. მატროსოვის დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა, თუმცა ბრალდებულთან მისი კიდევ ორი ადვოკატი რჩება.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი