"პატრიარქმა გვითხრა, რომ პროკურატურამ მოგვმართა თხოვნით მღვდელმთავრებს, თავი შეგვეკავებინა დეკანოზ მამალაძის მონახულებისგან"

"პატრიარქმა გვითხრა, რომ პროკურატურამ მოგვმართა თხოვნით მღვდელმთავრებს, თავი შეგვეკავებინა დეკანოზ მამალაძის მონახულებისგან"

პატრიარქმა გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ გვითხრა, რომ პროკურატურამ მოგვმართა თხოვნით მღვდელმთავრებს, თავი შეგვეკავებინა დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულებისგან, - ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტები დიმიტრი შიოლაშვილისგან დაინტერესდნენ, რატომ არ მოინახულეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ბრალდებული დეკანოზი. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის განმარტებით, მონახულებისგან თავის შეკავების თხოვნა პროკურატურიდან იყო, თუმცა, მიტროპოლიტი ვერ ასახელებს მიზეზს, თუ რას უკავშირდება შეზღუდვა.

"ჩვენ პატრიარქმა გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ გვითხრა, რომ პროკურატურამ მოგვმართა თხოვნით მღვდელმთავრებს, თუ ვთქვათ ზიარება ან საღვთისმსახურო მოთხოვნა არ არის, თავი შეგვეკავებინა, რადგან რაღაც გარკვეულ გაუგებრობას ქმნისო. თუმცა, რასთან არის ეს დაკავშირებული, მე არ ვიცი", - განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა.

მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელიც ოჯახის წევრებით თხოვნით გუშინ გაიმართა. მიტროპოლიტის თქმით, ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათზე ამ დროის მდგომარეობით არანაირი მუქარა ან ზეწოლა არ ხორციელდება.

"მე გუშინ მამა გიორგის ოჯახის წევრებს შევხვდი მათივე მოთხოვნით. რა თქმა უნდა ვისაუბრეთ თავს დატეხილ პრობლემაზე და მათ დავუსვი კითხვა, რადგან ორაზროვანი განცხადება ჰქონდა მამალაძის ადვოკატს და მე ვუთხარი, რომ თუ არის საშიშროება, სატელეფონო ზარი მუქარის ან შეტყობინება. ამის მსგავსი არაფერი არისო, მათ მითხრეს", - განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი