ლევან იზორია - "რუსთავი 2" ფუნქციონირებას გააგრძელებს კანონიერი მფლობელის ხელში, პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას

ლევან იზორია - "რუსთავი 2" ფუნქციონირებას გააგრძელებს კანონიერი მფლობელის ხელში, პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას

მე დარწმუნებული ვარ, რომ "რუსთავი 2" ფუნქციონირებას გააგრძელებს კანონიერი მფლობელის ხელში, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ტელეკომპანია " რუსთავი 2"-ის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, მედიაპლურალიზმი და სიტყვის თავისუფლება საზოგადოების დაკვეთაა და ეს ქვეყანაში უზრუნველყოფილი იქნება.

"მე დარწმუნებული ვარ ერთში, რომ "რუსთავი 2" ფუნქციონირებას გააგრძელებს კანონიერი მფლობელის ხელში. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ "რუსთავი 2", ისევე როგორც სხვა მაუწყებლობაც, თავისუფალი მედიის არსებობის პირობებში გააგრძელებს მოღვაწეობას. ეს არ არის პიროვნებების დაკვეთა, რომ მედია იყოს პლურალისტული, მედია იყოს თავისუფალი, ეს საზოგადოების დაკვეთაა. მთავარი პრინციპი, რაც უკავშირდება თქვენს თავისუფლებას, ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას, იქნება უზრუნველყოფილი", - განაცხადა ლევან იზორიამ.

რაც შეეხება იმას, გაუჩნდა თუ არა პირადად მას კითხვები სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მინისტრმა აღნიშნა, რომ ის "პატივს სცემს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს".

"ჩვენ პატივს ვცემთ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, ეს არის დემოკრატიის ქვაკუთხედი. სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არის დიდი ლეგიტიმური საფუძვლის მქონე, რომელიც საჭიროებს აღიარებას. არსებობს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობები, თუ რომელიმე მხარე არის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ. ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად მისაღები, რადგან სასამართლომ თავისი სიტყვა თქვა და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ გადაწყვეტილებას", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

იზორიას ინფორმაციით, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში აღნიშნული საკითხი არ დასმულა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი