საწვავის გაიაფება იწყება, ახლა მთავარია ლარის სტაბილურობა!

საწვავის გაიაფება იწყება, ახლა მთავარია ლარის სტაბილურობა!

ლარის რევალვაციის გავლენა საწვავის ბაზარზე ჯერჯერობით არ შეინიშნება. მართალია, ბოლო დღეების განმავლობაში საბითუმო ფასი შემცირდა, თუმცა საცალო ქსელში საწვავის გაიაფებას მომდევნო 2 კვირის განმავლობაში არ ვარაუდობენ. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, იმპორტიორები ადასტურებენ, რომ ლარის გამყარება საწვავზე ფასის კლების საშუალებას იძლევა, მაგრამ ეს ცოტა მოგვიანებით გახდება შესაძლებელი. დაახლოებით 10-12 დღის შემდეგ ავტომფლობელები შეღავათს იგრძნობენ.

ბოლო დღეების განმავლობაში საწვავი, საშუალოდ, 10 თეთრით გაძვირდა. ცვლილება შეეხო როგორც ბრენდირებულ, ისე არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებს. ვითარება სასიკეთოდ ორშაბათიდან შეიცვალა, როდესაც ეროვნული ვალუტა ერთბაშად გამყარდა.

მიუხედავად ამისა, იმპორტიორები საწვავის გაიაფების შესაძლებლობას ჯერჯერობით არ უშვებენ. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საწვავის გაიაფება ვერ ხერხდება, საერთაშორისო ფასია.

ამ ეტაპზე "პლატცის" მიხედვით, 1 ტონა ბენზინი 549 დოლარი ღირს, ხოლო 1 ტონა დიზელი - 494,4 დოლარია. რაც შეეხება საქართველოში საბითუმო ფასს, 1 ლიტრი ბენზინი 1,83 ლარად იყიდება, ხოლო დიზელის ფასი 1,71-1,72 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ ლარის კურსი თუნდაც დღევანდელ ნიშნულზე შეჩერდა (2,43), რამდენიმე დღეში საწვავის საბითუმო ღირებულება 7-10 თეთრით დაიკლებს. შესაბამისად, ბენზინი და დიზელი გაიაფდება ავტოგასამართ სადგურებშიც.

კომპანია "სენტას" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ლარის გამყარება აუცილებლად აისახება ფასზე იმ შემთხვევაში, თუკი არსებული კურსი შენარჩუნდება. თუკი რევალვაციის ტენდენცია გაგრძელდება, ეს საწვავის ფასს საგრძნობლად დაეტყობა. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი