პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში ნუცა მახვილაძის სახელობის სტიპენდია დაწესდა

პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში ნუცა მახვილაძის სახელობის სტიპენდია დაწესდა

პარიზის ამერიკული უნივერსიტეტში ნუცა მახვილაძის ხსოვნის პატივსაცემად, მისი სახელობის სტიპენდია დაწესდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

ნუცას სახელობის სტიპენდია გადაეცემათ საქართველოდან ჩასულ ნიჭიერ სტუდენტებს.

ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნუცას ახასიათებენ, როგორც საუკეთესო სტუდენტს და მშვენიერ, სიცოცხლით სავსე ადამიანს.

მაია ასათიანის და ირაკლი მახვილაძის ქალიშვილი პარიზის საავადმყოფოში 23 თებერვალს გარდაიცვალა. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნუცა მახვილაძე საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი