რომის პაპის მოწოდება მრევლს ბიბლიის შესახებ

რომის პაპის მოწოდება მრევლს ბიბლიის შესახებ

პაპმა ფრანცისკმა მრევლს მოუწოდა, თან ატარონ და ისეთივე თავდადებით იკითხონ ბიბლია, როგორც ამას საკუთარი მობილური ტელეფონების შემთხვევაში აკეთებენ.

სააგენტო "როიტერის" ინფორამციით, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი მომლოცველების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, 80 წლის პაპმა იკითხა: "რა მოხდებოდა, ბიბლიისადმი ისეთივე დამოკიდებულება რომ გვქონდეს, როგორც - ტელეფონებისადმი?! თუკი ვიზრუნებდით, რომ ის ყოველთვის ჩვენთან ყოფილიყო?! თუკი წავიკითხავდით ღმერთის მესიჯებს ბიბლიაში ისევე, როგორც ვკითხულობთ მესიჯებს მობილურ ტელეფონებში?!" - განაცხადა პაპმა.

პონტიფიკოსმა ამ შედარებას "პარადოქსული" უწოდა და დასძინა, რომ ბიბლიის კითხვა ადამიანებს დაეხმარებოდა ყოველდღიური ცდუნებებისგან დაეღწიათ თავი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი