დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი - როდესაც მსჯავრდებულს წაყენებული აქვს ბრალი, მისი ზიარება არ შეიძლება

დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი - როდესაც მსჯავრდებულს წაყენებული აქვს ბრალი, მისი ზიარება არ შეიძლება

როდესაც მსჯავრდებულს წაყენებული აქვს ბრალი, ამ ეტაპზე მისი ზიარება არ შეიძლება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა განუცხადა.

მეორე მხრივ, მამა გიორგიმ არ გამორიცხა, რომ დაკავებულ დეკანოზს მიეცეს ზიარების უფლება, თუმცა განმარტა, რომ ეს საკითხი მისმა მღვდელმთავარმა მეუფე დიმიტრიმ უნდა გადაწყვიტოს.

„მამა გიორგი მამალაძის ზიარების საკითხი, მიტროპოლიტმა დიმიტრიმ უნდა გადაწყვიტოს. აღნიშნული სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში მოხდება“, - განაცხადა მამა გიორგიმ და დასძინა, რომ დაკავებული დეკანოზი შესაძლოა ეზიაროს, როდესაც ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი თბილისში ჩამოვა.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი