აბაშის გამგეობამ ჭყონდიდის ეპარქიას, რომელსაც მეუფე პეტრე ხელმძღვანელობს, ნაჩუქარი "ნივა" ჩამოართვა

აბაშის გამგეობამ ჭყონდიდის ეპარქიას, რომელსაც მეუფე პეტრე ხელმძღვანელობს, ნაჩუქარი "ნივა" ჩამოართვა

აბაშის გამგეობამ ჭყონდიდის ეპარქიას, რომელიც აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებს მოიცავს და რომელსაც მიტროპოლიტი პეტრე ხელმძღვანელობს, 2012 წელს გადაცემული "ნივა" ჩამოართვა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აბაშის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა განუცხადა, ავტომობილის ჩამორთმევა ხელშეკრულების ვადის ამოწურვას უკავშირდება. მისივე თქმით, მოხდება თავიდან შეფასება და შესაძლოა ავტომობილი ეპარქიას კვლავ გადაეცეს.

"აბაშის გამგეობამ წლების წინ გადასცა "ნივა" საჩუქრად აბაშის და მარტვილის ეპარქიას გამოსაყენებლად, თუმცა ავტომობილი სახელმწიფო ბალანსზე იყო. 5 თებერვალს გაუვიდა ხელშეკრულებას ვადა. მოხდება შეფასება და სავარაუდოდ ისევ დაუბრუნდება უკან ეპარქიას ავტომობილი. საუბარია 2007 წელს გამოშვებულ ავტომობილ "ნივაზე", - განაცხადა მამუკა კვიტაშვილმა.

აბაშის გამგებელი კატეგორიულად უარყოფს, რომ ქმედება რაიმენაირად შესაძლოა უკავშირდებოდეს ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ ხმაურიან განცხადებებს.

"პეტრე ცაავას განცხადებებს არანაირად არ უკავშირდება. ხელშეკრულება სახეზეა. 2012 წლის 5 თებერვალს 5-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა და ამ ვადის ამოწურვის გამო მოხდა ავტომობილის უკან დაბრუნება," - განაცხადა მამუკა კვიტაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი