ზურა ვადაჭკორია მეშვიდე დღეა მძიმე მდგომარეობაშია - რას ყვება ილუზიონისტის შვილი მამაზე

ზურა ვადაჭკორია მეშვიდე დღეა მძიმე მდგომარეობაშია - რას ყვება ილუზიონისტის შვილი მამაზე

ილუზიონისტი ზურა ვადაჭკორია მეშვიდე დღეა, ინგოროყვას კლინიკაში მძიმე დიაგნოზითაა მოთავსებული. მას მწვავე იშემიური ინსულტი აქვს. ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა...

AMBEBI.GE მიმი ვადაჭკორიას, ილუზიონისტის ქალიშვილს ესაუბრა:

- დღევანდელი ინფორმაციით, მამაჩემის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ღვთის წყალობით, არ გაუარესებულა, თუმცა არც უკეთესობაა, მოკლედ, სიტუაცია იგივე რჩება. თავიდან მასთან კონტაქტი შესაძლებელი იყო, მაგრამ მერე დამძიმდა, გონებას კარგავდა და ექიმებმა ნარკოზულ მდგომარეობაში გადაიყვანეს, პრაქტიკულად, სძინავს. მუდმივად სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

- წნევა აწუხებდა?

- მოციმციმე არითმია ჰქონდა, უეცრად წნევამ აუწია და ინსულტი მოხდა. ეს ამბავი რომ დაემართა, საქმიან შეხვედრაზე იყო, კონცერტის თაობაზე ერთ-ერთ ორგანიზაციაში მოლაპარაკება ჰქონდა. იქ ცუდად გამხდარა, არადა, მანამდე ტელეფონით ველაპარაკე, ჩვეულებრივად ვისაუბრეთ, არაფერი უთქვამს. მოგვიანებით კიდევ დავურეკე და უკვე უცხო ადამიანმა მიპასუხა, მითხრა, - ზურა მძიმედ არის და ინგოროყვას კლინიკაში მიგვყავსო. დედაჩემს კი საავადმყოფოდან დაურეკეს - მამამ მოასწრო და სახლის ტელეფონის ნომერი უთხრა.

- სადაც იყო, იმ ორგანიზაციაში რა თქვეს?

- კლინიკაში სწორედ მათ და სასწრაფომ გადაიყვანა, თუმცა მანამდე მათტვის თავისი ვიდეოები უნახებია და საკუთარ კონტაქტებს რომ უწერდა, თავში ძლიერი ტკივილი იგრძნო და იქვე ჩამოჯდა. მაშინვე სასწრაფო გამოუძახებიათ... ინსულტი ძალიან ცუდი დაავადებაა, ნელ-ნელა და თანდათან ვითარდება და სწორედ ასე ნელ-ნელა დამძიმდა ისიც... არ ვიცით, როგორ იქნება, ყველანი ღმერთზე ვართ მინდობილები...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი