დღეს, 2 მარტს , ტელეკომპანია "PalitraNews-ის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის" მთავარი თემა - რა გადაწყვეტილება მიიღებს სტრასბურგის სასამართლო რუსთავი 2 სა და ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით?
მეორე ბლოკში - ექმნება თუ არა საფრთხე მედია პლურალიზმს საქართველოში?
გადაცემის სტუმრები: ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია, საქართელოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი
დღეს გადაცემა "360 გრადუსში“ კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი თემები საინტერესო სტუმრებით.
მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა შეგიძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე "TV Palitranews – TV პალიტრანიუსი “
გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.