თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, გაზი აფეთქდა

თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, გაზი აფეთქდა

თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ადგილზე სახანძრო ბრიგადები ჯერ კიდევ მუშაობენ. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით, 60-80 კვადრატული მეტრის ფართზე გაჩნდა.

აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდართან დაკავშირებით დეტალებს გამოძიება დაადგენს.

წაიკითხეთ ასევე: რუსთავში ერთ თვეში გაზით მოწამვლის 119 ფაქტი დაფიქსირდა: "ყოველ ღამე გიჟებს ვგავართ, იმდენი შემთხვევაა ნამწვით ინტოქსიკაციის"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია