"სოკარ-ჯორჯია გაზის" რეკომენდაცია - გამოცვალეთ ე.წ. ერთკამერიანი წყლისა და ოთახის გამათბობლები ორკამერიანით

"სოკარ-ჯორჯია გაზის" რეკომენდაცია - გამოცვალეთ ე.წ. ერთკამერიანი წყლისა და ოთახის გამათბობლები ორკამერიანით

"სოკარ-ჯორჯია გაზის" რუსთავის სერვის ცენტრის ხელმძღვანელის გელა წერეთელის განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის გახშირებული ფაქტები მოსახლეობის მხრიდან წყლის გამაცხელებლის და გამათბობლების მონტაჟისას ტექნიკური ნორმების დარღვევასა და გაუმართაობას უკავშირდება.

"კომპანია "სოკარ-ჯორჯია გაზის" წარმომადგენელი, მოქალაქეებს ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებულ გამათბობელს ქსელიდან უხსნის. ჩვენი რეკომენდაციაა, პირველ რიგში უნდა გამოცვალონ ე.წ. ერთკამერიანი წყლისა და ოთახის გამათბობლები ორკამერიანით. ეს გამათბობლები მიერთებული აქვთ სავენტილაციო არხებში, ამ არხებიდან CO არ გაედინება და ოთახებში უკან ბრუნდება. ჩვენი თანამშრომლები სპეციალურად შედგენილი გრაფიკით წელიწადში ერთხელ მიდიან მოქალაქეებთან ბინებში და არასწორად დამონტაჟებულ გამათბობლებს მოქალაქეებს ქსელიდან უხსნიან, დგება სათანადო აქტი, ხდება ბინის მეპატრონის გაფრთხილება, რომ ეს არის სიცოცხლისთვის საშიში და ნუ გამოიყენებენ. მიუხედავად გაფრთხილებისა, ჩვენი თანამშრომლები როგორც კი გამოდიან ბინიდან, თვითნებურად აერთებენ ქსელზე გამათბობლებს და წყლის გამაცხელებლებს", - განაცხადა გელა წერეთელმა.

მისივე თქმით, მოსახლეობისათვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ლაბორატორიულ კვლევას "სოკარ-ჯორჯია გაზის" რუსთავის სერვის ცენტრი ადგილზე ვერ ატარებს და კომპანია მხოლოდ მიღებული აირის დისტრიბუციას ეწევა.

1-ელი თებერვლიდან, დღემდე რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის 120-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო სამი დღის განმავლობაში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი 12 წლის ბიჭი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი