"ჩემი სხეული ჩემი საქმეა" - რა მოთხოვნებით გამართეს ქალებმა აქცია-მსვლელობა თბილისში

"ჩემი სხეული ჩემი საქმეა" - რა მოთხოვნებით გამართეს ქალებმა აქცია-მსვლელობა თბილისში

"ჩემი სხეული ჩემი საქმეა", - ამ ლოზუნგით ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის ორგანიზებით თბილისში აქცია-მსვლელობა გაიმართა.

აქცია-მსვლელობა ქალთა სექსუალური თავისუფლების მოთხოვნით, ფილარმონიიდან დაიწყო და პარლამენტის შენობასთან გაგრძელდება, სადაც ქალთა სოლიდარობის აქცია გაიმართა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ქალები ერთიანდებიან, რათა ხმამაღლა მოითხოვონ ის უფლებები, რაც მათ სხეულსა და სექსუალობას ეხება.

"8 მარტის მსვლელობაზე "ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის" ინიციატივით ქალები ვერთიანდებით, რომ ხმამაღლა მოვითხოვოთ ის უფლებები, რაც ჩვენს სხეულსა და სექსუალობას ეხება. ამავდროულად, ჩვენ გვინდა ვამხილოთ ის პრაქტიკა, რაც ამ უფლებებს გვიზღუდავს. ქართული საზოგადოება არ აძლევს ქალს უფლებას განკარგოს საკუთარი სხეული და სექსუალობა, რის გამოც ჩვენ გვიწევს დავმალოთ საკუთარი სექსუალური აქტივობა, ან სულაც - უარი ვთქვათ მასზე. ქვეყნის ეროვნული იდენტობის გადარჩენა გაიგივებულია ჩვენი სექსუალობის ხელშეუხებლობასთან, რის გამოც ჩვენს სხეულზე კონტროლი ეროვნული ღირსების საკითხი ხდება!

ამ დამოკიდებულებების გამო, ქალებს დღემდე უჭირთ აღიარონ, რომ სექსუალური ცხოვრება გააჩნიათ. ამას ადასტურებს 2017 წელს გამოცემული კვლევის "თაობა გარდამავალ პერიოდში" შედეგებიც (ფრიდრიხ ებერტის ფონდი), სადაც ქალ რესპონდენტთა მხოლოდ 1% ამბობს, რომ ჰყოლია ერთზე მეტი სექსუალური პარტნიორი მაშინ, როცა იმავე პუნქტში მსგავსი გამოცდილებით მამაკაცთა 57% იწონებს თავს.

ვფიქრობთ, რომ დროა დავანახოთ სხვა ქალებს და მთელ საზოგადოებას, რომ ჩვენი სხეული ჩვენ გვეკუთვნის. ჩვენი უფლებაა, ვიყოთ თავისუფლები!" -აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი