ძლიერი ავარია კახეთში - არის მსხვერპლი

ძლიერი ავარია კახეთში - არის მსხვერპლი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. რუსეთის სანომრე ნიშნებით მოძრაოვი "ტრაილერი" მოსახვევში ჯერ სამარშუტო ტაქსს, ხოლო შემდეგ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს შეეჯახა.

სამარშუტო ტაქსის მძღოლი, შუახნის მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაშავებულ პოლიციელებს, ისინი საავადმყოფოში არიან მოთავსებული. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სავარაუდოდ, ავტოავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს. როგორც Ambebi.ge-ს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მთვრალ მდგომარეობაში ტრანსპორტისმოძრაობის უსაფრთხოების ან

ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია