ავარია თელავში კრიმინალური პოლიციის ავტომობილის მონაწილეობით

ავარია თელავში კრიმინალური პოლიციის ავტომობილის მონაწილეობით

თელავში, ქუთაისის ქუჩაზე, ავარიის შედეგად ერთმანეთს კრიმინალური პოლიციის "პიკაპის" ტიპის ავტომობილი და "ჰონდას" მარკის ჯიპი შეეჯახნენ. ამ დროისთვის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ, შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ექიმებიც.

არსებული ინფორმაციით, პოლიციის ერთი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ეს ბოლო ორი დღის განმავლობაში პოლიციის მანქანებზე შეჯახების მესამე შემთხვევაა.

8 მარტს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიაანში თელავისკენ მიმავალი "ოპელის" მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ კრიმინალური პოლიციის მანქანას შეეჯახა. გუშინვე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში რუსეთის სანომრე ნიშნებით მოძრავი "ტრაილერი" მოსახვევში ჯერ სამარშუტო ტაქსს, ხოლო შემდეგ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს შეეჯახა.სამარშუტო ტაქსის მძღოლი, შუახნის მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაშავებულ პოლიციელებს, ისინი საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია