"არ გამაჩნია პოლიტიკური ამბიციები" - რას ამბობდა ბიძინა ივანიშვილი თავის პირველ ინტერვიუში

"არ გამაჩნია პოლიტიკური ამბიციები" - რას ამბობდა ბიძინა ივანიშვილი თავის პირველ ინტერვიუში

2005 წლის აპრილში, ბიძინა ივანიშვილმა რუსულ გამოცემა ВЕДОМОСТИ-ის თავისი პირველი ინტერვიუ მისცა. წარმოგიდგენთ ამონარიდებს, რომლებიც მის პირად ცხოვრებას ეხება.

"დავიბადე ჭიათურის რაიონის სოფელ ჭორვილაში. მამაჩემი "ჭიათურმანგანუმის" კომბინატზე მაღაროელად მუშაობდა. სკოლის შემდეგ თბილისში წავედი. ვსწავლობდი თსუ-ს საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე და პარალელურად კამოს სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანაში ვმუშაობდი. უმაღლესში სწავლის დასრულების შემდეგ, ამავე ქარხანაში დავრჩი. ვმუშაობდი დამლაგებლად, მუშად, უფროს ინჟინრად და ლაბორატორიის უფროსად.

1982 წელს მოსკოვში, შრომის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში ჩავაბარე. რამდენიმე წელიწადში დავიცავი დისერტაცია სპეციალობით, "მეცნიერული ორგანიზაცია და შრომის ეკონომიკა". მოგვიანებით, თბილისში, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ადგილობრივ ფილიალში დავბრუნდი და მალევე წამოვიწყე ჩემი პირველი ბიზნესი.

როგორი იყო უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის ცხოვრება 80-იანი წლების ბოლოს? არც საინტერესო სამუშაო, არც პერსპექტივები. არ მქონდა ბინა, ვიყავი დასაოჯახებელი და ქარხნის საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. რა თქმა უნდა, მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ბანკს დავაფუძნებდი და მილიარდერი გავხდებოდი. წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი