კლდიაშვილის ქუჩაზე, სამსართულიან სახლში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება განხორციელდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 20 ერთეული სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობის დროს 3 მეხანძრე-მაშველი დაშავდა. მეხანძრე-მაშველებმა მოსახლეობის დროული ევაკუცია განახორციელეს, შედეგად, მობინადრეთაგან არავინ დაშავებულა.
ხანძრის შედეგად დაახლოებით 2000-ზე მეტი კვ.მ. ფართობი დაიწვა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რომელიც ხანძრის გამომწვევ მიზეზებს დაადგენს.