"ყველა გამოგვიშვეს და კარგათ ვართ" - მოქალაქე, რომლის გამოც საპროტესტო აქცია დაიწყო, აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

"ყველა გამოგვიშვეს და კარგათ ვართ" - მოქალაქე, რომლის გამოც საპროტესტო აქცია დაიწყო, აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

ბათუმში დაკავებული ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც პოლიციამ შს მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე გაათავისუფლა, მოსახლეობას და აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. როგორც ჯიმი ვარშანიძემ მისი გათავისუფლება, სხვა დაკავებულებთან ერთად ცოტა ხნის წინ მოხდა და ამჟამად ის სახლში მიდის.

ვარშანიძის ინფორმაციით, სწორედ მის დაკავებას მოჰყვა აქცია და ის პროცესები, რომელიც ბათუმში ცოტა ხნის წინ განვითარდა.

"ხალხს მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. ყველა გამოგვიშვეს და კარგათ ვართ. ჩემი დაჯარიმებით დაიწყო ყველაფერი. ჩემი ძმის სასაფლაოდან მოვდიოდით მე და მამაჩემი. პლაზასთან გავჩერდით. მოვიდა პატრული დასაჯარიმებლად. ვთხოვეთ არ დაეწერათ ჯარიმა. ვუთხარი რომ მამაჩემი ცუდად იყო და გაეგოთ ჩემთვის, მაგრამ არ გაითვალისწინეს. მამაჩემს ხელით შეეხნენ. მანქანისკენ რომ მოდიოდა უბიძგეს ხელი, რაც ვეღარ მოვითმინე და ამას მოჰყვა ყველაფერი", - განუცხადა "რუსთავი 2"-ს ჯიმი ვარშანიძემ.

მისივე თქმით, დაკავების შემდეგ პოლიციის მხრიდან არავითარ ზეწოლას ან მუქარას ადგილი არ ჰქონია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი