ბათუმში, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორ თანამშრომელს აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს. მომხდარის შედეგად მათ დაზიანებები მიიღეს.
როგორც აჭარის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანლმა ხუსეინ სირაბიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაშავებულ მეხანძრეებს ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გაუწიეს, ისინი ამჟამად თავს უკეთ გრძნობენ.
სირაბიძის ინფორმაციით, სახანძრო სამსახურის თანამშრომლები ვერ ახერხებენ იმ მანქანამდე მისვლას, რომელსაც ცეცხლი ჯერ კიდევ უკიდია.
ჭავჭავაძის ქუჩაზე მყოფები აგრესიულად იქცევიან და ქვებს ისვრიან სამმართველოს მიმართულებით.