რა მდგომარეობაში არიან წუხელ ბათუმის საავადმყოფოებში მოხვედრილი ადამიანები - აჭარის ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი

რა მდგომარეობაში არიან წუხელ ბათუმის საავადმყოფოებში მოხვედრილი ადამიანები - აჭარის ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი

წუხელ ბათუმის საავადმყოფოებში სულ 33 ადამიანი შეიყვანეს, რომელთაგან 15 პოლიციელია. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამართალდამცავებს ძირითადად ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ, რომელიც ბლაგვი საგნით აქვთ მიყენებული.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები საავადმყოფოებში ძირითადად ცრემლსადენი გაზის მოწამლვის დიაგნოზით არიან შეყვანილები.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, დაშავებულების უმეტესობა საავადმყოფოდან, შესაბამისი დახმარების გაწევის შემდეგ უკვე გაწერეს და სტაციონარში მხოლოდ ერთი ადამიანი რჩება, რომელსაც სავარაუდოდ ტვინის შერყევა აღენიშნება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი