უბნები თბილისში, სადაც დღეს დენი გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც დღეს დენი გაითიშება

თბილისის ნაწილს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 13 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ენერგოკომპანია "თელასიდან" აცნობეს.

"დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00-დან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება დიღმის მასივის III კვარტლის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00-დან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 14:00-დან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის და გვაზაურის ქუჩის მაცხოვრებლებს, 15:00-დან 17:00 საათამდე კი, შეზღუდვა შეეხება სიხარულიძის, გარიყულის, თიანეთის და ბარამიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 12:00-დან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ბოჭორიშვილის, ხიზაბავრის, თიანეთის, ხევძმარის და ვეკუას ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 10:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის და გახოკიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, დაზიანებული აღრიცხვის კვანძის შეცვლის მიზნით, 14:00-დან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ნაწილობრივ აღმაშენებლის გამზირის და მარჯანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს", - აღნიშნულია "თელასის" განცხადებაში.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი