"მუხლები ამიკანკალდა...ლალის ხელით ვეხებოდი: "დე, შენ ხარ?!" - ემიგრანტი დედისა და მსახიობი შვილის მოულოდნელი შეხვედრა რვა წლის შემდეგ

"მუხლები ამიკანკალდა...ლალის ხელით ვეხებოდი: "დე, შენ ხარ?!" - ემიგრანტი დედისა და მსახიობი შვილის მოულოდნელი შეხვედრა რვა წლის შემდეგ

თეატრალური ოჯახიდანაა. ხელოვანების გარემოცვაში იზრდებოდა. რამდენიმე წელი დედა ზესტაფონის თეატრის მსახიობი იყო, მაგრამ თავად რა გზას აირჩევდა, დიდი ხნის განმავლობაში არ იცოდა. ამბობს, რომ ბავშვობაში ძალიან კარჩაკეტილი იყო. მიიყვანეს ფეხბურთზე, კარატეზე, მუსიკაზე, მაგრამ არც ერთმა არ მიიზიდა. შინ, ოთახში მარტო მყოფი არაფერს აშავებდა, მაგრამ არც არაფერს აკეთებდა. კარგი შვილი იყო, რომელიც უბრალოდ, ყოველთვის ბევრს ფიქრობდა. სკოლის მხიარულთა და საზრიანთა გუნდის წევრი რომ გახდა, მასწავლებლებზე იუმორისტულ ჩანახატებს ქმნიდა. ლექსები განსაკუთრებლად უყვარდა და როცა აღმოაჩინა, რომ მათი წაკითხვაც შეეძლო, ბედი თეატრალურ უნივერსიტეტში სცადა. პირველივე წელს გოგი თოდაძის სოხუმის მიზნობრივ ჯგუფში, უფასო განყოფილებაზე მოხვდა და მსახიობის პროფესიისადმი უფრო მძაფრად დაინტერესებაც სწორედ აქედან დაიწყო.

25 წლის ნიკა ფაიქრიძე მესამე წელია, რაც თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია. სცენაზე ისეთი სახეები შექმნა, როგორებიცაა: რომეო, სოსოია, ჯუჯა ცხვირი, ალი ყული ხანი, დონ პედრო, მაიმუნების ბელადი "მაუგლიდან"... 15-ზე მეტ საპასუხისმგებლო როლთან ერთად, მის ანგარიშზე უკვე ერთი მონოსპექტაკლი - "ღამე და თუთიყუშია". ახლახან კი ის სპექტაკლში - "ბილოქსი ბლუზი" მაყურებლის წინაშე ინტელექტუალი და მგრძნობიარე ჯარისკაცის, ეპშტეინის როლით წარდგა.

- 17 წლიდან თბილისში დამოუკიდებლად ცხოვრება დავიწყე. ცხოვრებასა და პროფესიაში პოეზიის სიყვარული ძალიან დამეხმარა. ვფიქრობ, ნებისმიერი პიესა და სპექტაკლი ყოველთვის ჰგავს რომელიმე კარგი პოეტის ერთ კონკრეტულ ლექსს და ისინი პატარა ჩანახატებია. სწორედ ასეთ პარალელებს ვეძებ მუშაობისას. დღეს მეც ვწერ ლექსებს. გიჟი ხარო, - მეუბნებიან, მაგრამ ეს ჩემთვის ყველაზე კარგი "გამოსავალია", როცა პრობლემას ვაწყდები, რამე მიხარია, იმედგაცრუებული ვრჩები და ა.შ. საკუთარ თავზე ლაპარაკის მერიდება. კარგად ვხვდები, არავისგან გამორჩეული არ ვარ, ამიტომ, როცა სცენაზე ტაშს მიკრავენ და ჩემი ლექსები მოსწონთ, მიკვირს.

- დიდი ხანია, ლექსებს წერ?

- კი, მოზარდში რომ მიმიღეს და "ფიფქია და შვიდ ჯუჯაში" ერთ-ერთი ჯუჯა უნდა მეთამაშა, დიმა ხვთისიაშვილს ვთხოვე, ჩემს პერსონაჟს ყველაფერი ლექსად ეთქვა ანუ მინდოდა, პოეტი ჯუჯა ვყოფილიყავი. დამეთანხმა. მერე საახალწლო შოუების დროს მოხდა იგივე, შემდეგ - "ღამე და თუთიყუშის" დადგმისას, კვლავ ჩემი ლექსები გამოვიყენეთ. რაღაც პერიოდის მერე "აღმოჩენა" გავაკეთე. ზოგჯერ ემოციებს ვერ ერევი, ასეთ დროს ლექსის წერა გენიალური გზაა. მეშინოდა, მაგრამ მაინც დავდე "ფეისბუკზე". ერთი-ორი დღე არ შევსულვარ და როცა ჩემი გვერდი გავხსენი, ბევრი მოწონება და დადებითი კომენტარი დამხვდა. ნელ-ნელა გავთამამდი. რამდენიმე დღის წინ, "ფეისბუკზე" მკითხეს, - რამდენი ლექსი გაქვსო? არ ვიცი, რადგან არ ვითვლი.

- თქვი, რომ ბავშვობაში რამდენიმე პოეტი და მათი ლექსები განსაკუთრებით გიყვარდა...

- მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით აქტიური და მხიარული ვარ, ჩემთვის ძალიან ახლოა ტერენტი გრანელი. მიყვარს ადამიანში სიმარტოვე. თუ საშუალება მაქვს, მინდება ეს განცდა სცენაზე გადავიტანო, მაგრამ თუ სპექტაკლში ბევრი იუმორი და ფერია საჭირო, ვცდილობ, სიმარტოვე ლექსებში გავაცოცხლო. ჩემი არც ერთი ლექსი არ მახსოვს. სუფრებზე რომ მეუბნებიან, რომელიმე წაიკითხეო, ამას ვერ ვაკეთებ, რადგან ჩემი ლექსები მოდის წამიერად, ფურცელზე გადამაქვს და მავიწყდება.

- სცენაზე დგომას გარკვეულწილად, სითამამე სჭირდება. ბავშვობის თვისებები ზოგს დიდხანს მიჰყვება. შენი კარჩაკეტილობა დამთავრდა?

- რა თქმა უნდა! ყველაზე რეალიზებულად თავს სცენაზე ვგრძნობ, სადაც ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ცხოვრებაში ვერ ვბედავთ ან ვერ ვაღწევთ. ამ გადმოსახედიდან ვიტყვი, რომ ალბათ, თამამი ვარ. კარგი სამეზობლო გვყავდა. 90-იანი წლები ერთად ყოფნისა და მხარში დგომის ხარჯზე გავიტანეთ, ახლა ისინი ჩემს სპექტაკლებზე მოდიან და უხარიათ ჩემი წარმატება, მაგრამ ბავშვობაში მეზობელთან დაბადების დღეზეც ვერ შევდიოდი, რადგან მეგონა, ვაწუხებდი. თან არ ვიცოდი, იქ როგორ მოვქცეულიყავი. სხვები თუ ერთობოდნენ, მე - ვერა. ბავშვობასთან პარალელს რომ ვავლებ, რა შედარებაა, შევიცვალე... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი