10 ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი საქართველოში

10 ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი საქართველოში

საქართველოში არსებული ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა ანუ სამუშაო ძალა დაახლოებით 2 მილიონი ადამიანია. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, მათგან 12% უმუშევარია. საქართველოში არსებულ ყველაზე მსხვილ დამსაქმებელ კომპანიებს დაახლოებით 10 000-მდე ადამიანი ჰყავთ დასაქმებული.

"ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ კომპანიების ათეულს, რომლებსაც 2016 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ადამიანი ჰყავთ დასაქმებული.

ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას სამედიცინო კორპორაცია "ევექსი" იკავებს. კომპანია ფართო პროფილისა და სპეციალიზებული საავადმყოფოების საქმიანობას ეწევა და მასში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა 10 700-ია.

"კომპანია თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს. პრაქტიკული და თეორიული ცოდნის ამაღლება ხდება როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი ლიკა ბასლანაძე.

კიდევ ერთი მსხვილი დამსაქმებელია "ენერგო-პრო ჯორჯია", რომელიც 5 582 ადამიანს ასაქმებს.

"მაქსიმალურად ვცდილობთ თანამშრომლებს კომფორტული სამუშაო გარემო და პირობები შევუქმნათ", - ამბობს "ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენელი თამარ დოგრაშვილი.

"ენერგო-პრო ჯორჯია" ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად კომპანიაში მოქმედ „დასაქმებისა და კარიერული განვითარების წესს" მიიჩნევს, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი ვაკანტური პოზიციის შევსება ხდება უფრო დაბალ პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების რეზერვიდან.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი