პრეზენტაციას დაესწრნენ ავსტრიის ელჩი საქართველოში, არად ბენკო და თბილისის ვიცე- მერი - ირაკლი ლექვინაძე თბილისში, ვაჟა- ფშაველას #7-ში, ავსტრიული ხორცპროდუქტების კომპანია „შირნჰოფერის“ პირველი საფირმო მაღაზია გაიხსნა. მაღაზიაში თბილისელებისთვის უკვე კარგად ნაცნობ და საყვარელ ძეხვეულთან ერთად, ავსტრიული ხორცისა და ყველის დელიკატესები გაიყიდება. გარდა ამისა, მაღაზია მომხმარებელს შესთავაზებს ავსტრიული ფქვილითა და ტექნოლოგიით ადგილზე გამომცხვარ პურის მრავალფეროვან არჩევანს. სპეციალურად ახალი მაღაზიის გახსნის დღისათვის თბილისს კომპანია „შირნჰოფერის“ წარმომადგენელი, ალოის კაიზერი და პურის ტექნოლოგი - ვერნერ კუბლი ესტუმრნენ.
ალოის კაიზერი, კომპანია „შირნჰოფერის“ წარმომადგენელი: ”ავსტრია ხედავს საქართველოს წინსვლას როგორც ეკონომიკის, ასევე ტურისტული თვალსაზრისით. შესაბამისად, ვხედავთ კომპანიის განვითარების პოტენციალს სწორედ საქართველოში. ამიტომ გადავწყვიტეთ „შირნჰოფერის“ საფირმო მაღაზიის გახსნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც ქართულ ბაზარზე, ისე ავსტრიული მხარისთვისაც. განხორციელდა დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარის ლოკალური ინვესტიცია და 20 -მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც მომხმარებელმა მინდა იცოდეს, არის ის, რომ საქართველოში, ისევე როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში იგზავნება იდენტური პროდუქცია, რაც იყიდება ჩვენთან, ავსტრიაში“ .

როგორც კომპანიაში აცხადებენ, უახლოეს მომავალში თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში დაგეგმილია „შირნჰოფერის“ კიდევ რამდენიმე საფირმო მაღაზიის გახსნა.
ლაშა ბაბუაძე, კომპანია „შირნჰოფერის“ წარმომადგენელი საქართველოში: „ეს არის პირველი მაღაზია, რომელიც თბილისში გაიხსნა, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე ახალი მაღაზიის გახსნა, როგორც თბილისის, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს არის რამდენიმე წლიანი პროგრამა, რომლის განხორციელებასაც ეტაპობრივად ვგეგმავთ. რაც შეეხება ფასებს, ის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ”შირნჰოფერის“ დელიკატესური პროდუქცია, რომელიც ჩვენს საფირმო მაღაზიაშია წარმოდგენილი, თავისთავად შეუძლებელია იყოს იაფი, თუცმა არ არის ისეთი ფასები, რომელიც მიუწვდომელი იქნება საშუალო მომხმარებლისთვის. კომპანიას პროდუქციის ფართო სპექტრი გააჩნია, დელიკატესებთან ერთად ასევე არის „შირნჰოფერის“ კარგად ნაცნობი პროდუქცია, რომელიც ფასების თვალსაზრისითაც მისაღები და ხელმისავდომია და ფაქტობრივად, ყველა მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ.
ვაჟა-ფშაველას გამზირზე კომპანია ”შირნჰოფერის” საფირმო მაღაზიის პრეზენტაციას ავსტრიის ელჩი საქართველოში, არად ბენკო ესწრებოდა. ავსტრიის ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოში ბიზნესის განვითარება-გაფართოების შესაძლებლობის მნიშვნელობას.
ინფორმაციისთვის, ავსტრიის ქალაქ კაინდორფში იოსებ შირნჰოფერმა 1926 წელს დააარსა ხორცის კომპანია „შირნჰოფერი“. მისმა შვილმა, კარლ შირნჰოფერმა დედასთან ერთად 1950 წლიდან დაიწყო ძეხვეულის წარმოება და მალე გადაიქცა დიდ საწარმოდ. 1992 წლიდან კომპანიას მართავს უმცროსი კარლ შინრჰოფერი.

კომპანია „შირნჰოფერი“ მდებარეობს ავსტრიის გულში - შტირიაში, ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა რეგიონში. ის თითქმის საუკუნეა ქმნის 600-ზე მეტი დასახელების დელიკატესურ ძეხვეულს. წარმოებაში კი, მხოლოდ ადგილობრივი ავსტრიული ხორცი გამოიყენება. ქვეყნის მასშტაბით, „შირნჰოფერს“ 630 პარტნიორი ფერმერი ჰყავს. სწორედ ამ ფერმებიდან იწყება ხარისხის უმკაცრესი კონტროლი, რომელიც ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებისა და ლაბორატორიების საშუალებით, პროდუქციის წარმოების ყველა ეტაპზე მუდმივად ხორციელდება. შირნჰოფერმა თავისი პროდუქციის ხარისხი ახალ საფეხურზე აიყვანა, რის გამოც სამართლიანად დაიმსახურა მომხმარებლის ნდობა და სიყვარული როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში, ასევე ჩვენთან - საქართველოში.
„შირნჰოფერს“ მიღებული აქვს IFS- ის (International Food Standard) სერტიფიკატი, რომელიც პროდუქტის მუდმივ შემოწმებას ახორციელებს. საწარმოს პარტნიორები არიან: 2003 წლიდან: Vier Pfoten; 2004 წლიდან: Greenpeace, 2005 წლიდან: Kroswang.
რუსუდან შელია
R