როგორ უნდა შეარჩიოთ სწორად მზესუმზირის და ზეითუნის ზეთი - სასარგებლო რჩევები დიასახლისებისთვის

როგორ უნდა შეარჩიოთ სწორად მზესუმზირის და ზეითუნის ზეთი - სასარგებლო რჩევები დიასახლისებისთვის

ზეთი - ადამიანის ყოველდღიური რაციონის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია სადილის მომზადება. მას ვიყენებთ პროდუქტების შესაწვავად და სალათებშიც. უხარისხო ზეთი კი არამხოლოდ საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ის შეიძლება მომაკვდინებელიც აღმოჩნდეს. რა უნდა ვიცოდეთ ზეთის შესახებ, რომელი ზეთია უკეთესი და როგორ უნდა გავარჩიოთ ნამდვილი მცენარეული ზეთი, ფალსიფიცირებულისგან? - ამ კითხვებზე პასუხს გაგცემთ PALITRANEWS-ის გადაცემა "არცოდნა აკრძალულია".

მზესუმზირის ზეთი პოლიუჯერულ ცხიმოვან მჟავებს წარმოადგენს. ის მდიდარია ომეგა 6-ით, თუმცა მასში ნაკლებია ომეგა-3, რომელიც ყველაზე სასარგებლო ცხიმოვანი მჟავაა და განსაკუთრებულად ბევრია ზეითუნის ზეთში.

რამდენად მნიშვნელოვანია ომეგა 6 ჩვენი ორგანიზმისთვის? და რისთვისაა კარგი?

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ამცირებს დეპრესიას, ინსულინრეზისტენტოპის, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის, ჰიპერტენზიის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, თრომბოზის, დისლიპიდემიის, ანთებითი პროცესების (მაგ. სახსრებში) განვითარების რისკს, ხელს უწყობს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას და განვითარებას. აგრეთვე, ამ მიზეზების გამო, ისინი აუცილებელია ორსულთათვის, ნაყოფის ტვინის და თვალების ფორმირების პროცესში.

ომეგა-6 ცხიმოვანი ანუ ლინოლის მჟავა, ასევე, აუცილებელია თქვენი ორგანიზმისთვის. ის შედის მცენარეული ზეთების უმეტესობაში, მაგრამ ორგანიზმისთვის იმდენად საჭირო არაა, როგორც ომეგა-3. აგრეთვე, გასათვალისწინებელია, რომ ომეგა-6 ცხიმების ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება სიმსივური უჯრედების ზრდა დააჩქაროს.

ომეგა 3-სა და ომეგა 6-ის გარდა, მზესუმზირისა და ზეითუნის ზეთებში უამრავი სასარგებლო ნივთიერება და ვიტამინი შედის. ზეთის მიღება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ორგანიზმისთვის, თუმცა აუცილებლად უნდა იცოდეთ მისი სწორად გამოყენება. მაშ ასე დავიწოთ მზესუმზირის ზეთით.

  • პირველ რიგში იცოდეთ, მზესუმზირის ზეთის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ვადა. შეფუთვაზე აუცილებლად უნდა ეწეროს არამხოლოდ ჩამოსხმის, არამედ მისი დამზადების თარიღიც, თუ ბოთლზე ზეთის მხოლოდ ჩამოსხმის თარიღი წერია, იცოდეთ, არჩევანი გააკეთეთ მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით გამოშვებულ პროდუქციაზე, რადგან სწორედ ამ თვეებში ხდება მზესუმზირის მოსავლის აღება და მისგან ზეთის წარმოება.
  • ზეთი, რომელსაც აწერია "შეიცავს ე ვიტამინს", ან "არ შეიცავს ქოლესტერინს", იცოდეთ, ეს მხოლოდ მარკეტინგული ხრიკია თქვენი ყურადღების მისაქცევად, რადგან ნებისმიერი მზესუმზირის ზეთი, მიუხედავად ხარისხისა, შეიცავს ე ვიტამინს და არცერთ ზეთში ისედაც არ არის ქოლესტერინი.
  • ბრენდირებული მზესუმზირის ვადა 1 წელია. მაქსიმუმ 4-5 თვე აქვს ვადა არარაფინირებულ, ბაზარში შეძენილ, ჩამოსასხმელ ზეთს. სამაგიეროდ მასში ბოლომდეა შენარჩუნებული ყველა სასარგებლო თვისება, რაც მზესუმზირის ზეთს გააჩნია. რაფინირება, ზეთის გაწმენდის ტექნოლოგიაა, რომლის გამოყენებითაც ზეთი იწმინდება არამხოლოდ ცხიმოვანი მჟავებისგან და მზესუმზირის მკვეთრი გემოსაგან და სუნისგან, ის კარგავს ჯანმრთელობისთვს აუცილებელ თითქმის ყველა კომპონენტს. ისმის კითხვა რა საჭიროა ზეთის რაფინირება, თუკი ის ასეთ მდგომარეობაში სასარგებლო არ არის? მზესუმზირის ზეთს ძირითადად სხვადასხვა პროდუქტის შესაწვავად იყენებენ. გაცხელებისას კი მასში შემავალი ცხიმოვანი მჟავები კანცეროგენულ ნივთიერებებად გადაიქცევა. რაფინირებისას კი ზეთი ცხიმოვანი მჟავენისგან იწმინდება და კანცეროგენების წარმოქმნის რისკიც იკლებს.

როგორ უნდა გავარჩიოთ სახლში მოტანილი კარგი ზეთი ფალსიფიცირებულისგან, ამას "პალიტრანიუსის" ექსპერიმენტების მეშვეობით გაიგებთ:

იხილეთ ვიდეოექსპერიმენტები აქ

  • ზეთში გაბევრების მიზნით წყალს ამატებენ - ალბათ გაგიკვირდებათ, რადგან წყალი და ზეთი ერთმანეთს არ ერევა და სახლის პირობებში ბუნებრივია ამას ვერ გააკეთებთ, თუმცა ქარხნულად და გარკვეული დანამატების გარევის შემდეგ ეს შესაძლებელია. ამის გარკვევა არც ისე რთულია. ჩაყარეთ მარილი ზეთში, თუ ის გადნა, ზეთი წყალგარეულია, რადგან მარილი წყალში იხსნება, ცხიმში კი არა.
  • მეორე რჩევა ფალსიფიკაციის გამოსავლენად: ზეთში ჩაასხით აკვარელის საღებავი, კარგ ზეთში საღებავი არ გაიხსნება, წყალნარევში კი აუცილებლად.

  • თუ გინდათ გაარკვიოთ არის თუ არა ზეთი ნამდვილად რაფინირებული, ამისთვის რამდენიმე მეთოდი არსებობს. მოუკიდეთ ცეცხლი ზეთიან ნაჭერს, მას შეიძლება ცეცხლი წაეკიდოს, თუმცა ადვილად არ უნდა იწვოდეს, რადგან კარგ რაფინირებულ ზეთში ცოტა რაოდენობითაა ცხიმოვანი მჟავები, რომელსაც მარტივად ეკიდება ცეცხლი.
  • ტაფაზე გახურების მიუხედავად, ზეთი არ უნდა უშვებდეს შავ ბოლს, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ზეთი არ არის კარგად რაფინირებული და მისი ცხელ მდგომარეობაში გამოყენება კანცეროგენულია.
  • გახურებულ ტაფაზე ზეთი არ უნდა აშხეფდეს, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ზეთი წყალგარეულია.
იხილეთ ვიდეო: რა მარკეტინგულ ხრიკს იყენებენ ზეთის მწარმოებლები? - წესები, რომელიც ყიდვისას უნდა გაითვალისწინოთ

როგორც უკვე იცით ომეგა 3-ის წყალობით გაცილებით უფრო სასარგებლოა ზეითუნის ზეთი. თუმცა, მისი მოხმარებისას ასევე მნიშვნელოვანია წესების დაცვა. პირველ რიგში გაითვალისწინეთ, ზეითუნის ზეთს მიუხედავად თავისი უნიკალური დადებითი თვისებებისა, აქვს უკუჩვენებაც - ის ძალიან კალორიულია.

პირველი, რაც ზეითუნის ზეთის ყიდვისას უნდა გაითვალისწინოთ, ფასია - ასეთი ზეთი ვერ ეღირება ძალიან იაფია, რადგან ერთი ლიტრის მისაღებად, 8 კილოგრამი ზეთისხილია საჭირო.

ზეითუნის ზეთი აუცილებლად უნდა იყიდებოდეს შუშის, შედარებით მუქი ფერის ბოთლში, რადგან მუქი ფერი მას იცავს სინათლისგან, რომლის ზემოქმედებაც ზეითუნის ზეთს აფუჭებს.

ცივი დაწნეხვის შედეგად მიღებული, არარაფინირებული ზეითუნის ზეთი ყველაზე სასარგებლო და ხარისხიანია, ასეთ ზეთზე უნდა ეწეროს Extra Virgin, თუმცა ის მხოლოდ ცივ მდგომარეობაშია სასარგებლო, თუ შესაწვავად გსურთ ზეითუნის ზეთის შეძენა, მაშინ რაფინირებული ზეთი უნდა შეიძინოთ, რომელსაც ასეთი წარწერა არ უნდა ქონდეს.

ზეითუნის ზეთის შესამოწმებლადაც არსებობს რამდენიმე მეთოდი:

  • პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ კარგი ზეთი, შუშის ჭურჭელზე დატოვებს სქელ კვალს, ამიტომ შეგიძლიათ ის მოათავსოთ ჭიქაში, შეანჯღრიოთ და თუ დარჩა ჭიქის კედელზე, ე.ი ის კარგია.
  • თუ ზეითუნის ზეთიან ნაჭერს ცეცხლს წაუკიდებთ, მან არ უნდა გაუშვას შავი ბოლი, ასეთი ზეთი არ გამოგადგებათ.
  • გარდა ამისა, კარგ ზეითუნის ზეთს მარტივად შეიწოვს კანი, ამიტომ წაისვით ის ხელზე, თუ ადვილად შეიწოვა თქვენმა კანმა და არ დაგრჩათ მის ზედაპირზე ზედმეტი ცხიმი, ზეთი კარგია.
  • როგორც უკვე იცით, ზეითუნის ზეთის მიღება ძალიან ძვირი ჯდება, ამიტომ მასში ხშირად სხვადასხვა, იაფფასიან ზეთს ურევენ, ამის გარკვევაც არ არის რთული სახლის პირობებში. უმაღლესი ხარისხის, არარაფინირებული ზეთი, რომელიც ყველზე ძვირი ღირს, დაბალ ტემპერატურაზე მყარდება.
  • მოათავსეთ ზეითუნის ზეთი მაცივარში, თუ ორი დღის შემდეგ, ის ერბოსმაგვარ მასად გადაიქცა, ასეთი ზეთი მაღალი ხარისხისაა და ტყუილად არ გადაგიხდიათ მასში ბევრი.

31 წლის განმავლობაში პირველად, 9 აპრილის მემორიალთან ხალხი არ არის - ფოტოები რუსთაველის გამზირიდან

"ვარდისფერი სავსე მთვარის“ ფოტოები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან

ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ - ნახეთ ემოციური ფოტოები ვირტუალური გამოფენიდან