ხატია დეკანოიძის შვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააპატიმრეს: "დედა, არ შეგეშინდეს!"

ხატია დეკანოიძის შვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააპატიმრეს: "დედა, არ შეგეშინდეს!"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, ხატია დეკანოიძის შვილი დააკავეს. თორნიკე კოპალეიშვილს ბრალად ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-ტარება ედება, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლს გულისხმობს. კოპალეიშვილს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ კოპალეიშვილს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა დღეს, 14 მარტს შეუფარდა. როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, კოპალეიშვილი ნარკოტიკული საშუალება ე.წ. MDMI-ის შეძენა-შენახვა-ტარების გამოა დაკავებული.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილი უფროსი ფაქტს სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გამოეხმაურა: "ვინც ჩემთან ჩემი ერთადერთი შვილით ვაჭრობას აპირებთ, იცოდეთ, არ გამოგივათ! გამორიცხულია! მასზე ძვირფასი არავინ მყავს, თუმცა ჩემი ღირსება არასდროს იქნება ვაჭრობის საგანი. დედა, არ შეგეშინდეს!", - წერს ხატია დეკანოიძე.

ლექსო ნაბახტეველი

AMBEBI.GE