საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატ ფრანსუა ფიიონს ოფიციალური ბრალდება წაუყენეს

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატ ფრანსუა ფიიონს ოფიციალური ბრალდება წაუყენეს

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატ ფრანსუა ფიიონს, სახელმწიფო სახსრების მითვისების საქმის გამოძიების ფარგლებში, თავისი მეუღლის ფიქტიური დასაქმების საკითხზე ოფიციალური ბრალდება წაუყენეს, - ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესს" ფრანსუა ფიიონის ადვოკატმა ანტონენა ლევიმ განუცხადა.

"ბრალდება დღეს დილით წარედგინა. მოსმენა გადაიდო, რათა მშვიდ ვითარებაში ჩატარებულიყო", - აღნიშნა ადვოკატმა. თავის მხრივ საფრანგეთის პროკურატურის წარმომადგენლებმა "რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო კანდიდატისთვის ბრალდების წაყენების ფაქტი დაადასტურეს.

სკანდალი ფრანსუა ფიიონის ირგვლივ მას შემდეგ განვითარდა, რაც ფრანგულმა გამოცემამ Le Canard Enchaine ინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე, რომ ფრანსუა ფიიონის მეუღლე პენელოპა ფიიონი წლების განმავლობაში ფიქტიურად იყო დასაქმებული ფრანსუა ფიიონის, იმ დროს სენატორის თანაშემწედ პარლამენტის აპარატში. ამაში ის ანაზღაურებას იღებდა, თუმცა სამსახურეობრივ მოვალეობებს არ ასრულებდა, რაც საფრანგეთის კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა.

გამოცემის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პენელოპა ფიიონმა ანაზღაურების სახით 900 ათასი ევრო მიიღო. 2005-2007 წლებში კი სენატში მუშაობის პერიოდში ფრანსუა ფიიონმა თავის აპარატში ფიქტიურად დაასაქმა თავისი შვილები, რაშიც მათ ანაზღაურების სახით 84 ათასი ევრო აიღეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი