1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4854 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4854 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.5052 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0198 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.6440 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.6735 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0295 ლარი შეადგინა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევიდა.