2 კვირაში 100 ათასი ადამიანი დაზღვევის გარეშე დარჩა - სადაზღვევო სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები

2 კვირაში 100 ათასი ადამიანი დაზღვევის გარეშე დარჩა - სადაზღვევო სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები

2017 წლის 1 მარტიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილება შევიდა: თუ მანამდე საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს საყოველთაო დაზღვევაც ჰქონდა და კერძოც, ამ ცვლილების მიხედვით, საყოველთაო და კერძო პაკეტები გაიმიჯნა და მოქალაქეები მხოლოდ ერთი სახის დაზღვევის იმედზე დარჩნენ. აპრილიდან კიდევ ერთი ცვლილებაა მოსალოდნელი: იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც წელიწადში 40 ათას ლარზე მეტი შემოსავალი აქვთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დიფერენცირებულად გავრცელდება, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. სერგეენკოს თქმით, „გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც მაღალშემოსავლიანი მოქალაქეები ცდილობდნენ მიეღოთ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისები, თუმცა მათ საკუთარი ჯანდაცვის დაფინანსება შეეძლოთ“. მინისტრის თქმით, სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე გამოიკვეთა დიფერენცირების აუცილებლობა.

2017 წლისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე 660 მილიონი ლარია გამოყოფილი, 2016 წელს კი - საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 570 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა პროგრამის შეუფერხებელი მიმდინარეობისთვის ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა და პროგრამას წლის ბოლომდე ბიუჯეტიდან 53 მილიონი ლარი დაემატა.

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში დაზღვევა მნიშვნელოვნად გაძვირდება:

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი