სინამდვილეში ვის დაუფინანსა მერიამ სწავლა: "ოჯახს ტრაგედია შეემთხვა, რის გამოც სტუდენტმა სწავლის საფასურის გადახდა ვერ შეძლო"

სინამდვილეში ვის დაუფინანსა მერიამ სწავლა: "ოჯახს ტრაგედია შეემთხვა, რის გამოც სტუდენტმა სწავლის საფასურის გადახდა ვერ შეძლო"

თბილისის მერია "ნაციონალური მოძრაობის" იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან სტუდენტისთვის 6 000 ლარია გადარიცხული.

როგორც მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ განაცხადა, ოჯახს ტრაგედია შეემთხვა, რის გამოც სტუდენტმა სწავლის საფასურის გადახდა ვერ შეძლო.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს საკითხი ალბათ კარგად ვერ შეისწავლა, ამ ადამიანს ძალიან მძიმე ტრაგედია შეემთხვა, მას ჯერ გარდაეცვალა მამა, შემდეგ ახალგაზრდა და და მცირეწლოვანი შვილი, - განაცხადა ირაკლი გვილავამ. იგი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ურჩევს, ამ ოჯახს ბოდიში მოუხადონ.

მისივე განმარტებით, ოჯახმა მერიას წერილით მიმართა (იხილეთ წერილი ქვემოთ), სადაც აღწერილი იყო მომხდარი ტრაგედიის შესახებ და ასევე მითითებული იყო, რომ ოჯახში მხოლოდ დედას ჰქონდა მცირე შემოსავალი და შვილის სწავლის საფასურს ვერ იხდიდა.

"ამ ადამიანს ორი წლის განმავლობაში არ ჰქონდა საშუალება გადაეხადა სწავლის გადასახადი. შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედეთ სარეზერვო ფონდის წესით, რომელიც არ გულისხმობს მხოლოდ სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსებას. ვფიქრობ, განცხადების ავტორმა ასეთი ტრაგედიის გადატანის შემდეგ, ამ ოჯახს ბოდიში უნდა მოუხადოს. ძალიან მძიმე ტრაგედიის მატარებელი ოჯახია, რაზეც მთელმა სამედიცინო უნივერსიტეტმა იცის. დაფინანსების პერიოდში ეს ადამიანი არ მუშაობდა, მან მუშაობა დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩვენ დავეხმარეთ, ჩააბარა გამოცდები, აიღო დიპლომი და მას შემდეგ დაიწყო თუ არ ვცდები, ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობა", - განაცხადა ირაკლი გვილავამ. თბილისის მერია იმ წერილსაც ასაჯაროებს, რომლითაც სტუდენტმა მერიას მიმართა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა თორნიკე ბიკაშვილმა და ირაკლი ნადირაძემ თბილისის მერი 2016 წლის 12 იანვარს "სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობის" ფარგლებში გადარიცხული 6 000 ლარის გამო გააკრიტიკეს და კორუფციაში დააადანაშაულეს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა თბილისის მერიასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სტუდენტის ოჯახი, რომელსაც მერიამ თანხა გადაურიცხა, არასდროს ყოფილა სოციალურად დაუცველი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი