King David – რა გელით თბილისის მთავარ ცათამბჯენში?

King David – რა გელით თბილისის მთავარ ცათამბჯენში?

თბილისის ცენტრში, კლდეზე აღმართული ცათამბჯენი, რომელიც ორ გამორჩულ კოშკს აერთიანებს, თავისი თვალშისაცემი არქიტექტურით თბილისის ცათამბჯენების ორიენტირი გახდა.

King David-მა პირველი საერთაშორისო წარმატებაც აღნიშნა. კომპლექსმა უძრავი ქონების სექტორში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური კონკურსის International Property Awards-ის ევროპის განყოფილებაში მიიღო მონაწილეობა. კონკურსზე წარდგენილ პროექტებს მსოფლიოში უძრავი ქონების სფეროში მოღვაწე ცნობილი ექსპერტები აფასებენ. სწორედ მათი გადაწყვეტილებით, King David-მა უმაღლესი ანუ 5 ვარსკვლავიანი შეფასება მიიღო და European Property Awards-ის ჯილდო მოიპოვა ნომინაციაში Best Mixed-use Development Georgia ანუ დასახელდა საუკეთესო მრავალფუნქციურ კომპლექსად საქართველოში. დაჯილდოვებას, რომელიც 27 ოქტომბერს ლონდონში გაიმართა, ევროპის ქვეყნების წამყვანი დეველოპერები, არქიტექტორები და უძრავი ქონების სააგენტოები ესწრებოდნენ.

განსაკუთრებული დიზაინის მქონე ცათამბჯენი ბევრის წარმოდგენით სასტუმროა, თუმცა ეს მცდარი მოსაზრებაა. King David მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც საცხოვრებელ და ბიზნეს კოშკებს აერთიანებს.

კომპლექსის განსაკუთრებულობა ერთი შეხედვითაც იგრძნობა. დეტალური დათვალიერების შემდეგ კი შეუძებელია, King David არ შეგიყვარდეთ. მისიმაღალი კოშკი არის 31 სართულიანი და სრულად საცხოვრებელ ფართს ეთმობა. ის მოიცავს 200-მდე რეზიდენციას, 4 დუპლექსსა და 1 პენთჰაუსს. 1, 2 და 3-ოთახიან თბილისის ყველაზე პრემიალურ რეზიდენციებს მაღალი ჭერი და ვიტრაჟული ფანჯრები აქვს. 31-ე სართულზე განთავსდება 5 ვარსკვლავიანი რესტორანი 360 გრადუსიანი პანორამული ხედებით.

ბიზნეს კოშკი 19 სართულიანი ა კლასის ბიზნეს ცენტრია. მის ბოლო 2 სართულზე განთავსდება სასტუმრო 18 ნომრით. King David-ის ბიზნეს ცენტრში ბევრი საერთაშორისო კომპანია ხსნის ოფისს. სასტუმროს ნომრები სწორედ მათ პარტნიორებზეა გათვლილი.

კოშკებს 6 სართული საერთო აქვთ. პირველი 2 სართული პარკინგს ეთმობა, შემდეგი 2 კი სარელაქსაციო სივრცეა. აქ არის 28 მეტრიანი აუზი, სპა, ფიტნეს ცენტრი, სილამაზის სალონი, 1400 კვ.მ. მოცულობის ტერასა, რომელიც კომპლექსის რეკრეაციული ზონა იქნება და სრულად გამწვანდება. ტერასაზე მოეწყობა კაფე და საბავშვო მოედანი. კომპლექსში ორი ლობი იქნება, ერთი მობინადრეებისთვის, მეორე კი - ბიზნესცენტრისთვის. საერთო ჯამში King David-ში 5 რესტორანი განთავსდება.

”King David-ის კონცეფცია გათვლილია წამატებულ და საქმიან ადამიანებზე, რომლებისთვისაც დრო და ცხოვრების ხარისხი მნიშნელოვანია. მათთვის ექსკლუზიურად შექმნილ სივრცეში ცხოვრებისთვის, ბიზნესის კეთებისთვის, გართობისა და რელაქსაციისთვის ყველა პირობაა შექმნილი. გაყიდული ბინების მფლობელები უმეტესად უცხოეთში მცხოვრები ქართველები არიან. უცხოელი მობინადრეების რაოდენობა მხოლოდ 2%-ია,” - ambebi.ge-სთან საუბარში ამბობს King David-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი ქეთი ადეიშვილი.

„King David-ში ცხოვრება თბილისის ახალ რეალობას ქმნის, რომელიც აქამდე არსებულ სტანდარტებსა და სტერეოტიპებს სრულად არღვევს. ის ცხოვრების ახალ სტილს აყალიბებს. რეზიდენციები ვიტრაჟული ხედებით, მაღალი ჭერით, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ტიპის სერვისებით სახლში გატარებულ თითოეულ წუთს დაუვიწყარს ხდის,“ - აღნიშნავს King David-ის მარკეტინგის სამსახურის უფროსი ნინი მარიამიძე.

რთულია, მოიძებნოს ადამიანი, რომელიც King David-ს დაინახავს და გულში არ გაივლებს, ნეტავ, აქ ვცხოვრობდეო. სწორედ მათთვის კომპლექსმა სპეციალური შეთავაზება მოამზადა.

„King David ცალსახად ლაქშერი ტიპის პროექტია, თუმცა კომპლექსის ნაწილი საშუალო სეგმენტისმომხმარებლებლებზეცაა გათვლილი.განსაზღვრულ რეზიდენციებზე, რომლებიც მე-4-მე-16 სართულზე მდებარეობს იწყება სააღდგომო აქცია, რომლის საშუალებითაც გადახდის პირობები უფრო ხელსაყრელი ხდება. ეს შემცირებულ პირველად შენატანს გულისხმობს. აღნიშნული თანხა არის ღირებულების 10%, დანარჩენი კი წლის ბოლომდე ეტაპობრივად გადანაწილდება,“ - განმარტავს ქეთი ადეიშვილი.

მშენებლობა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო უკვე დასასრულს უახლოვდება და ივლისში ექსპლუატაციაში შევა. კარკასული სამუშაოები და შენობების შემინვა უკვე დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები ლობიში, ჰოლებსა და დერეფნებში. 4 მობინადრეს უკვე დაწყებული აქვს რემონტი.

ბინების 40%-მდე უკვე გაყიდულია. გაყიდვების საწყის ეტაპზე მაღალბიუჯეტიანი ბინები იყიდებოდა. ახალი წლის შემდეგ კი მოთხოვნა შედარებით პატარა ბინებზე გაიზარდა. კლიენტი მათ ნაწილს საინვესტიციოდ განიხილავს, ნაწილი კი გაქირავების მიზნით ყიდულობს.

„King David-ში ყველაზე პრემიალური რეზიდენციებია თბილისში და ამას სრულიად რაციონალური პარამეტრები განაპირობებს. განსაკუთრებული არქიტექტურისა და კონცეფციის გარდა, საცხოვრებელი კომპლექსი უსაფრთხოების განსაკუთრებული მაჩვენებლებით გამოირჩევა. კონსტრუქცია მყარი და სეისმომდგრადია. სამშენებლო და სახანძრო უსაფრთხოება ყველა საერთაშორისო სტანდარტს პასუხობს. კომპლექსის კონსტრუქცია და საძირკველი არა ერთხელ იქნა შემოწმებული ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. შენობების სეისმომედეგობა და ფასადის პროექტი გათვლილია 9 ბალიან მიწისძვრაზე. პროექტი აღჭურვილია წყლის რეზერვუარითა და გენერატორებით, რაც წყლისა და დენის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს ყველა რეზიდენციაში. კომპლექსი ენერგოეფექტურია, რაც უმეტესწილად ამერიკული ფირმის Guardianglass-ის მინებით და გერმანული კომპანია SCHUCO-ს პროფილებით არის განპირობებული,“ - განმარტავს ნინი მარიამიძე.

კომპლექსის განსაკუთრებული ვიზუალი ორი ქვეყნის არქიტექტორების მიერაა შექმნილი. თავდაპირველი პროექტი ეკუთვნის გერმანელ არქიტექტორს ელის უილიამსს. შემდეგ ეტაპზე კი ქართველი არქიტექტორები, განსაკუთრებით კი ნინო ღოღობერიძე, აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტის დაგეგმარების პროცესში.

”King David-ში ხშირად მოდიან ტურისტები, სრულიად უსასყიდლოდ ვუშვებთ 31-ე სართულზე, საიდანაც მართლაც უნიკალური ხედებია თბილისზე. ასეთი ხედები არცერთ კერძო საცხოვრებელ კომპლექსს არ გააჩნია. ტურისტებს უყვართ ამ ხედების ფონზე სურათების გადაღება,” - დაამტა ადეიშვილმა.

ვისაც ჯერ კიდევ არ გინახავთ თბილისის უნიკალური ხედები, ესტუმრეთ King David-ს, რომელიც ჯერჯერობით ღიაა ვიზიტორებისთვის და მისი უმაღლესი სართულიდან შეხედეთ თბილისს 360 გრადუსით.

იხილეთ ფოტოგალერეა

ნანა მღებრიშვილი

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი