"ყო­ველ­თ­ვის ყვე­ლა­ფერს სმე­ნით ვსწავ­ლობ­დი..." - იტა­ლი­ა­ში მყო­ფი ქარ­თ­ვე­ლი უსი­ნათ­ლო მომ­ღერ­ლის ცხოვ­რე­ბა

"ყო­ველ­თ­ვის ყვე­ლა­ფერს სმე­ნით ვსწავ­ლობ­დი..." - იტა­ლი­ა­ში მყო­ფი ქარ­თ­ვე­ლი უსი­ნათ­ლო მომ­ღერ­ლის ცხოვ­რე­ბა

უკ­ვე სა­მი წე­ლია, რაც ქარ­თ­ვე­ლი მომ­ღე­რა­ლი იტა­ლი­ა­ში, ქა­ლაქ სა­ლერ­ნო­ში ცხოვ­რობს და ად­გი­ლობ­რივ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში კლა­სი­კურ მუ­სი­კას ეუფ­ლე­ბა. ირაკ­ლი ნუ­ცუ­ბი­ძე სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად ცდი­ლობს, სას­ცე­ნო გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღოს და მუდ­მი­ვად მო­ნა­წი­ლე­ობს მას­ტერ­კ­ლა­სებ­სა და კონ­ცერ­ტებ­ში. ად­გი­ლობ­რივ და მე­ზო­ბელ ქა­ლა­ქებ­ში უკ­ვე გა­მარ­თა რამ­დე­ნი­მე სო­ლო კონ­ცერ­ტი. 32 წლის ირაკ­ლი იმი­თაც არის გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ უსი­ნათ­ლოა, მაგ­რამ ეს ბა­რი­ე­რად სუ­ლაც არ მი­აჩ­ნია, მას ნო­ტე­ბის ათ­ვი­სე­ბის სა­კუ­თა­რი მე­თო­დი აქვს.

- პირ­ვე­ლად 10 წლის ვიყავი, სცე­ნა­ზე რომ გა­ვე­დი. თბი­ლის­ში, მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­სახ­ლე­ში გა­მარ­თულ კონ­ცერტს უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბიც ეს­წ­რე­ბოდ­ნენ. ახ­ლაც მახ­სოვს, რო­გორ ვღე­ლავ­დი კუ­ლი­სებ­ში, მაგ­რამ მე­რე, რო­გორ­ღაც დავ­ძ­ლიე ნერ­ვი­უ­ლო­ბა და ვიმ­ღე­რე. ქუ­თა­ის­ში სა­ბავ­შ­ვო სტუ­დია - `ა­მა­დე­უს­ში~ ვმღე­რო­დი. აქ­ტი­უ­რად გა­მოვ­დი­ო­დით ოპე­რის თე­ატ­რ­სა და სხვა­დას­ხ­ვა სცე­ნა­ზე. იმ წლებ­მა ძა­ლი­ან ბევ­რი რამ შემ­ძი­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­შინ სა­ეს­ტ­რა­დო ჟანრს ვმღე­რო­დი... რო­დე­საც გარ­და­ტე­ხის ასა­კი გა­ვი­ა­რე, სა­ო­პე­რო ხმა ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და. ისე­დაც ყო­ველ­თ­ვის ვოც­ნე­ბობ­დი ოპე­რის მომ­ღერ­ლო­ბა­ზე და რად­გან ჩე­მი ხმა კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის­კენ `წა­ვი­და~, გა­დავ­წყ­ვი­ტე, სა­კუ­თარ თავ­ზე უფ­რო მე­ტი მე­მუ­შა­ვა. ქუ­თა­ი­სის მე­ლი­ტონ ბა­ლან­ჩი­ვა­ძის მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ვა­ბა­რე, რომ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სწავ­ლის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში გაგ­რ­ძე­ლე­ბა ვი­სურ­ვე. თუმ­ცა, სულ ვფიქ­რობ­დი, რომ ჩე­მი კა­რი­ე­რის­თ­ვის იტა­ლი­უ­რი სკო­ლა ყვე­ლა­ზე კარ­გი იქ­ნე­ბო­და... გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის თა­ნად­გო­მით, სწავ­ლა იტა­ლი­ა­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლე...

- ეს ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბო­და. ალ­ბათ იყო ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რიც...

- არა, ნამ­დ­ვი­ლად არ იყო იოლი, მაგ­რამ გა­დავ­წყ­ვი­ტე, თა­ვი მუ­სი­კის­თ­ვის მი­მეძღ­ვ­ნა. იტა­ლი­ურს ქუ­თა­ის­შიც ვსწავ­ლობ­დი, რად­გან კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის შეს­წავ­ლის მსურ­ველ­თათ­ვის ამ ენის ცოდ­ნა აუცი­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა, ეს საკ­მა­რი­სი არ იყო. იტა­ლი­ა­ში ჩა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ, სწავ­ლა გა­ვაგ­რ­ძე­ლე, ვცდი­ლობ, ცოდ­ნა გა­ვიღ­რ­მა­ვო, ამავ­დ­რო­უ­ლად, კონ­ცერ­ტებ­საც ვმარ­თავ. სა­ლერ­მოს­თან ახ­ლოს ქა­ლა­ქი მა­ი­ო­რია, სა­კუ­რორ­ტო ზო­ნაა და ზაფხუ­ლო­ბით მას­ტერ­კ­ლა­სე­ბი და კონ­ცერ­ტე­ბი იმარ­თე­ბა, რო­მელ­შიც აქ­ტი­უ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ... ასე­ვე, სის­ტე­მა­ტუ­რად იმარ­თე­ბა კონ­კურ­სე­ბი, მას­შიც მუდ­მი­ვად ჩარ­თუ­ლი ვარ. ეს მუ­სი­კა­ლუ­რი ქვე­ყა­ნაა და შე­სა­ბა­მი­სად, კონ­კუ­რენ­ცი­აც დი­დია, ამი­ტომ ბო­ლომ­დე უნ­და და­ი­ხარ­ჯო... მუ­სი­კა ჩე­მი ცხოვ­რე­ბაა, ამი­ტომ სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბის, წინ­ს­ვ­ლის მო­ტი­ვი მუდ­მი­ვად მაქვს, რა­შიც ჩემს პე­და­გოგ­საც დი­დი წვლი­ლი მი­უძღ­ვის.

- იტა­ლი­ურ ენა­სა და მუ­სი­კას სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მით სწავ­ლობთ?

- დი­ახ... ჩე­მი უსი­ნათ­ლო­ბა თან­და­ყო­ლი­ლია. სამ­შო­ბი­ა­რო ტრავ­მა მაქვს... თუმ­ცა, ამას ტრა­გი­კულ ფაქ­ტად არ მი­ვიჩ­ნევ. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­მი­ღო. აქ სა­ერ­თოდ არ იგ­რ­ძ­ნო­ბა ასე­თი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა სწავ­ლას, ყო­ველ­თ­ვის ყვე­ლა­ფერს სმე­ნით ვსწავ­ლობ­დი. რამ­დენ­ჯერ­მე ვუს­მენ­დი და შემ­დეგ გო­ნე­ბა­ში ვა­მუ­შა­ვებ­დი. რო­დე­საც კონ­ცერ­ტ­მა­ის­ტერ­თან მი­წევს მუ­შა­ო­ბა და პარ­ტი­ის შეს­რუ­ლე­ბა, იქაც სმე­ნის წყა­ლო­ბით გავ­დი­ვარ ფონს. ჩამ­წე­რიც მაქვს, სა­დაც ვწერ მუ­სი­კას და ჩემს პარ­ტი­ას, შემ­დეგ კი მას სახ­ლ­ში გა­ვარ­ჩევ. ჩა­ნა­წე­რი არის ჩე­მი ნო­ტიც და პარ­ტი­ტუ­რაც... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი