"სახეზე წითური ვარ, რის გამოც ხშირად ნასვამი ვგონივარ" - ინციდენტი მოქალაქესა და პატრულს შორის

"სახეზე წითური ვარ, რის გამოც ხშირად ნასვამი ვგონივარ" - ინციდენტი მოქალაქესა და პატრულს შორის

ზუგდიდში, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქესა და პატრულის თანამშრომლებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. მოქალაქე თემურ ხარლამპიდის მტკიცებით, პოლიციამ ავტომანქანით ღვედის გარეშე გადაადგილების მოტივით გააჩერა, თუმცა მას ღვედი ეკეთა.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა. სახეზე წითური ვარ, რის გამოც ხშირად ნასვამი ვგონივარ და მაჩერებენ. თუმცა, ახლა ვითომ ღვედი არ გეკეთაო, არადა ღვედი მეც მეკეთა და ჩემს დასაც. კანონი არ დამირღვევია და რატომ უნდა დამაჯარიმონ? ალკოტესტზეც შემამოწმეს, მაგრამ ფხიზელი ვარ. 40 ლარიანი ჯარიმის გამოწერას ცდილობდნენ, მაგრამ რატომ უნდა გამოეწერათ, როცა არ დამიშავებია?!", – აცხადებს ხარლამპიდი.

ადგილზე მედიის წარმომადგენლების მისვლის შემდეგ საპატრულო პოლიციამ ტერიტორია დატოვა, თემურ ხარლამპიდი კი არ დაუჯარიმებია.

თემურ ხარლამპიდი შელაპარაკების დროს შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შსს-ს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მოქალაქე მხოლოდ ალკოტესტზე გადაამოწმეს და უარყოფითი პასუხის შემდეგ გაუშვეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი