თბილისის ანძა დღეს მწვანედ განათდება - გაიგე, რატომ

თბილისის ანძა დღეს მწვანედ განათდება - გაიგე, რატომ

დღეს, თბილისისა და დუბლინის დამეგობრების 3 წელი და საქართველოსა და ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 21 წელი აღინიშნება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, თარიღებთან დაკავშირებით, ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულზე, თბილისი, შარშანდელის მსგავსად, წელსაც ჩაერთვება მსოფლიო კამპანიაში "Global Greening", რომლის ფარგლებშიც, თბილისის ანძა მწვანედ განათდება.

ყოველი წლის 17 მარტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქში ღირსშესანიშნაობები მწვანედ ნათდება. საქართველო აღნიშნულ აქციაში წელს მესამედ ჩაერთვება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი