ყაზბეგში ზვავის ჩამოწოლას მოთხილამურე ემსხვერპლა

ყაზბეგში ზვავის ჩამოწოლას მოთხილამურე ემსხვერპლა

ყაზბეგში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ყაზბეგში, კობის მხარეს მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გარდაცვლილი, სავარაუდოდ, უცხოელი მოთხილამურეა, რომელიც ყაზბეგში რამდენიმე პირთან ერთად იმყოფებოდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვლილი ზვავის ადგილიდან ვერტმფრენით უკვე გადმოიყვანეს.

ყაზბეგში მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტურისტები გადავიდნენ აკრძალულ ადგილზე, გაუკვალავ ტერიტორიაზე, სადაც ზვავი ჩამოწვა და ერთი ადამიანი იმსხვერპლა.

"გაუკვალავ ტერიტორიაზე გადავიდნენ ტურისტები, ჩამოწვა ზვავი და ერთი უცხოელი ტურისტი დაიღუპა. გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს", - აცხადებენ შსს-ში.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია