პატრულ-ინსპექტორი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტზე დააკავეს

პატრულ-ინსპექტორი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტზე დააკავეს

შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ პატრულ-ინსპექტორი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტზე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველო აწარმოებს სისხლის სამართლის საქმეს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პირველი განყოფილების პატრულ-ინსპექტორის, 1986 წელს დაბადებული ი.ჭ.-სა და მასთან კავშირში მყოფი მოქალაქეების: 1985 წელს დაბადებული ვ.ს.-ს და 1984 წელს დაბადებული ვ.შ.-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მიმდინარე წლის 16 მარტს აღნიშნული პირები ქალაქ ზუგდიდში, ლევან მეორე დადიანის ქუჩაზე, ვ.შ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ისინი შეაჩერეს და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები - პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის თანამშრომელს - ი.ჭ.-ს ჯიბეში აღმოაჩნდა ერთი ცალი თეთრი ფერის აბი (სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება). ავტომანქანის ჩხრეკისას, წინა მარჯვენა კარის სათავსოში, ასევე, ნანახი და ამოღებული იქნა საინექციოდ გამზადებული ე.წ. "შპრიცი" - სითხის შიგთავსით.

აღნიშნულის გარდა, მოქალაქე ვ.შ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნანახი და ამოღებული იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ლითონის კონსტრუქციის მჭიდი, ხელყუმბარა და 86 ვაზნა.

შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პირველი განყოფილების პატრულ-ინსპექტორი ი.ჭ. და ავტომანქანის მფლობელი, მოქალაქე ვ.შ. დააკავა.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ვ.შ.-ს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის და ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი, ი.ჭ.-ს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი და ვ.ს.-ს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ. საქმეზე მიმდინარეობს შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები.

გენინსპექციამ ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა - რა განცხადებას ავრცელებს შსს?

ირაკლი ფანგანს 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა და დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილთან მიახლოება აეკრძალა

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულები რომელი ეპიზოდის თაობაზე ამბობენ ჩვენების მიცემაზე უარს - რას ამბობს პროკურორი?