5 ფინანსური და ერთი მეგობრული რჩევა მილიარდერ უორენ ბაფეტისგან

5 ფინანსური და ერთი მეგობრული რჩევა მილიარდერ უორენ ბაფეტისგან

უორენ ბაფეტი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი და ქველმოქმედი მილიარდერია. მისი ქონება 47 მილიარდ დოლარს შეადგენს.

2008 წელს ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახლდათ. 2010 წელს თავისი ქონების ნახევარზე მეტი საქველმოქმედო ფონდებში გადარიცხა და ამჟამინდელი მონაცემებით, აშშ-ის უმდიდრესი ადამიანების სიაში მეორე ადგილზეა.

მისი ბიოგრაფიის თანახმად 86 წლის ბაფეტმა ბიზნეს საქმიანობა 6 წლის ასაკში დაიწყო, 11 წლისამ კი საკუთარი ძალები საფონდო ბირჟაზე მოსინჯა.

საკუთარი 80 წლიანი საქმიანობის შედეგად უორენ ბაფეტმა ბიზნესში წარმატების საკუთარი ფორმულა შექმნა, რომელიც რამდენიმე პუნქტისგან შედგება.

Vivus.ge-ს ბლოგი დღეს სწორედ ბაფეტის რჩევებს გაგაცნობთ.

რჩევა N1 - ისესხეთ გონივრულად.

მილიარდერი გვირჩევს ვისესხოთ მხოლოდ იმდენი რამდენის გადახდის უნარიც გვაქვს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცენტებში გადასახდელი თანხა შესაძლოა თქვენს შემოსავალზე უფრო მაღალი აღმოჩნდეს.

რჩევა N2 - პირველ რიგში გააკეთეთ დანაზოგი.

ყოველი შემოსული თანხის დახარჯვამდე, მისი ნაწილი იმ ანგარიშზე გადარიცხეთ, სადაც თქვენი ფულადი დანაზოგი ინახება.

რჩევა N3 - მოახდინეთ ინვესტიცია.

ინვესტიცია ფულის შოვნის საუკეთესო გზაა.

სასურველია უპირატესობა მიანიჭოთ გრძელვადიან ინვესტიციებს. ამ შემთხვევაში მოგებას მომენტალურად ვერ მიიღებთ, მაგრამ დაგვიანებული თანხის რაოდენობა ლოდინად ღირს.

რჩევა N4 - ნუ დაუშვებთ ორ მთავარ შეცდომას.

ეს შეცდომებია ფულის ეკონომიის უნარის არქონა და სწრაფად გამდიდრების სურვილი.

ბაფეტის აზრით, ფულის ეკონომია არის ჩვევა, რომელიც ბიზნესმენმა კარიერის დასაწყისშივე უნდა გამოიმუშავოს.

რაც შეეხება მეორე შეცდომას, ბაფეტის აზრით სწრაფად გამდიდრება რთულია, ფულის ნელ-ნელა შოვნა კი მიალიარდერს მარტივ გზად მიაჩნია.

რჩევა N5 – ფასი და ღირებულება არ არის ერთი და იგივე.

ფასი არის ის, რასაც შენ იხდი, ღირებულება კი ის, რასაც სანაცვლოდ იღებ.

რჩევა N6 - ფული ყველაფერი არ არის.

ეს რჩევა, მისი წინამორბედებისგან განსხვავებით ფინანსური არ გახლავთ, თუმცა ბაფერის აზრით, სხვა რჩევებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

„ფულით ბევრი რამ შეგიძლია გააკეთო. სასიამოვნოა კერძო თვითმფრინავით მგზავრობა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა და კარგი მეგობრები“, - განაცხადა მიალიარდერმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

და ბოლოს, სანამ ბაფეტის რჩევებს გაითვალისწინებთ და წარმატებულ ბიზნესს ააწყობთ, შეგახსენებთ, მცირე ფინანსური პრობლემის არსებობის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ vivus ge-ს.

vivus -ში 50-დან 650 ლარამდე onlain sesxebi ყველაზე ხელსაყრელ პირობებში, სულ რაღაც 5,7%-ად გაიცემა.

სწრაფი სესხის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს https://www.vivus.ge/

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი