როდის გაიხსნება თბილისის ზღვაზე ზოოპარკი და ვინ იქნებიან პირველი ბინადრები - ინფორმაცია, რომელიც ყველას აინტერესებს

როდის გაიხსნება თბილისის ზღვაზე ზოოპარკი და ვინ იქნებიან პირველი ბინადრები - ინფორმაცია, რომელიც ყველას აინტერესებს

თბილისის ზოოპარკის "ფეისბუქის" გვერდზე ზოოპარკის გადატანასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ვრცელდება. ცნობილი ხდება, რომ თბილისის ზოოლოგიური პარკის ახალ ტერიტორიაზე პირველი ორი ვოლიერის მშენებლობა ზაფხულში დასრულდება. პირველი ბინადრები კავკასიის რეგიონში გავრცელებული ცხოველები - დათვები, მგლები, ირმები და ნიამორები იქნებიან. ვიზიტორები ახალი ზოოპარკში მათ მონახულებას ვოლიერების დასრულებისთანავე შეძლებენ.

ზოოპარკის "ფეისბუქის" გვერდზე ასევე ვრცელდება ფოტოები, სადაც ვოლიერების მშენებლობის პროცესია გადაღებული.

"ვოლიერები გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIძ) დაფინანსებით შენდება. მიმდინარე წელს ზოოპარკის ბიუჯეტში გათვალისწინებული 345 ათასი ლარით დამატებით კიდევ რამდენიმე ვოლიერი აშენდება.

ამჟამად მზადდება ახალი ზოოპარკის ინფრასტრუქტურის, ზონირებისა და ვოლიერების დეტალური გეგმა. შემუშავებულ კონცეფციას თბილისის ზოოპარკი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად დაფინანსებისთვის წარუდგენს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს. ახალი ზოოპარკის მშენებლობის ვადები თანხების მოძიებაზეა დამოკიდებული. ზოოპარკის დასრულებისთვის დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარია საჭირო. აუცილებელი ფინანსების მოსაზიდად გრძელდება მუშაობა სხვადასხვა ორგანიზაციასთან.

ასევე ნახეთ: როგორი იქნება თბილისის ახალი ზოოპარკი და რა განთავსდება ძველ ტერიტორიაზე

ახალი ზოოპარკი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება. ცხოველების ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოსთან მიმსგავსებული ვოლიერების დიდი ნაწილი თხრილებით, არხებითა და მსუბუქი კონსტრუქციებით შემოისაზღვრება.

"ახალი ზოოპარკის კონცეფცია ძველისგან სრულიად განსხვავებულია. ტერიტორია დაყოფილია ბიოგეოგრაფიული ზონების მიხედვით - აზიის ტროპიკები, აფრიკის სავანა, სამხრეთ ამერიკის ჯუნგლები და სხვა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კავკასიური ფაუნის ექსპოზიცია. მსოფლიოს არც ერთ ზოოპარკში არაა სრულყოფილად წარმოდგენილი ჩვენი რეგიონის კოლექცია. ჩვენი სურვილია, შევავსოთ ეს დანაკლისი და დამთვალიერებლის ყურადღება მივაპყროთ კავკასიის ფაუნის უნიკალურ წარმომადგენლებს, რომელთაგან ბევრი გადაშენების პირასაა. ახალ ტერიტორიაზე განვაგრძობთ ინტენსიურ მუშაობას საქართველოს წითელ ნუსხაში შეყვანილი ადგილობრივი სახეობების - კეთილშობილი ირმისა და ნიამორის კონსერვაციის მიმართულებითაც", - აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

ვიზიტორები ახალი ზოოპარკის პირველი ბინადრების მონახულებას ვოლიერების დასრულებისთანავე შეძლებენ. ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებამდე ცხოველების დათვალიერება საცხენოსნო ტურების ფარგლებშიც იქნება შესაძლებელი", - ნათქვამია თბილისის ზოოპარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი