"როდემდე უნდა ვიტანდეთ მსგავს საქციელს პოლიციის მხრიდან?" - რა კადრებს ავრცელებს ანა მარგველაშვილი

"როდემდე უნდა ვიტანდეთ მსგავს საქციელს პოლიციის მხრიდან?" - რა კადრებს ავრცელებს ანა მარგველაშვილი

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე მიმართვას და ვიდეოს ავრცელებს. როგორც ანა მარგველაშვილი წერს, კადრებში ჩანს მისი მეგობარი მიხეილ თათარაშვილი, რომელსაც "ჩაუდეს 18 აბი სუბოტექსი". კადრებზე ასახული არიან თათარაშვილი და პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური, რომლებიც ერთმანეთს უღებენ ვიდეოს, ჯიბეებს იჩხრეკენ და აჩვენებენ კადრში, რომ არაფერი უდევთ.

"ჩემს მეგობარს მიხეილ თათარიშვილს ჩაუდეს 18 აბი სუბოტექსი სურამის გზატკეცილზე ყველანაირი ახსნის გარეშე!! ვავრცელებ ვიდეოს, რომელიც არის გადაღებული ჩადებამდე 2 დღით ადრე, სადაც ჩანს, რომ ის ფლობდა ინფორმაციას მისთვის სავარაუდო ჩადების შესახებ!!!!! როდემდე უნდა ვიტანდეთ მსგავს საქციელს პოლიციის მხრიდან? გთხოვთ გაავრცელოთ!!!!!!" - წერს ანა მარგველაშვილი.

ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში ბრალდებულ მიხეილ თათარიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 მარტს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. თათარიშვილი საქართველოს პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის მეგობარია. მას 18 აბი სუბოტექსის შეძენა-შენახვა ედება ბრალად.

გოგოჭურის განცხადებით, ის რიკოთის უღელტეხილზე თათარაშვილთან ერთად იმყოფებოდა, სადაც შეიარაღებულმა პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გოგოჭურის თქმით, ამის შემდეგ თათარიშვილი "პრადოს" მარკის ავტომობილით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

ბრალდებულის ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნარკოტიკულ ნივთიერებებს არ მოიხმარს და მას სუბოტექსი არ ჰქონია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს